დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

რა მოხდა 15 სექტემბერს 15.09.2021 12:35

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ დღის კალენდარს:

 


1675 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ვახტანგ VI (1675-1737)— საქართველოს მეფე, მისი მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინებით. სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ I კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად.

 


1789 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ჯეიმზ ფენიმორ კუპერი (James Fenimore Cooper 1789 – 1851) - ამერიკელი მწერალი („უკანასკნელი მოჰიკანი“). 

 


1890 წლის 15 სექტემბერს დაიბადა აგათა კრისტი (Agatha Christie 1890 - 1976) - ბრიტანელი მწერალი. დეტექტიური პროზის ავტორთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.

 


1907 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ფეი რეი (Vina Fay Wray 1907 – 2004) - ამერიკელი მსახიობი. 

 


1916 წლის 15 სექტემბერს პირველად მსოფლიო ომების ისტორიაში საბრძოლო მოქმედებისას გამოიყენეს ტანკები. კერძოდ, პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა გერმანელების წინააღმდეგ 49 ერთეული „Mark I“-ის მოდელის ტანკი გამოიყენეს.

 

1922 წლის 15 სექტემბერს დაიბადა გიორგი (გიგლა) ფირცხალავა ( 1922 – 1983 ) - ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე და კარიკატურისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1978).

 


1930 წლის 15 სექტემბერს დაიბადა მერაბ მამარდაშვილი ( 1930 – 1990 ) - ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968) და პროფესორი (1972). 

 


1946 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ტომი ლი ჯონსი (Tommy Lee Jones) - ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. 

 


1946 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ოლივერ სტოუნი ( William Oliver Stone ) - ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. 3 პრემია „ოსკარის“ მფლობელი. 

 


1977 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ტომ ჰარდი (Tom Hardy) - ბრიტანელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ