სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომ დესტრუქციული ოპოზიციის აქტორია და არა სახალხო დამცველი, საზოგადოებამ კარგად იცის. ერთ-ერთი მისი სამარცხვინო განცხადება სასამართლოს დასრულებამდე, სახელოვანი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე - მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს - იყო ტიპიური მარგინალი "ენჯეოშნიკის" ბაბუცა (პატარაიას) მსგავსი უპასუხიმგებლობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.
"სახელოვან ტრადიციას" არც ლომჯარიას მოადგილე, გია ბურჯანაძე ჩამორჩება და უაპელაციოდ აცხადებს: ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა - ეს არის საბჭოთა კავშირი!
როგორც ჩანს, ამ არჩევნებშიც სახალხო დამცველის ინსტიტუტის შემბღალავნი ნინო ლომჯარია და გია ბურჯანაძე, სააკაშვილის ქუჩის აქტივისტების ე.წ. ალტერნატიული საარჩევნო კომისიის" გვერდით დადგებიან. PVT-ს გამყალბებელ "სამართლიან არჩევნებსა" და "ნაცებისათვის" სასარგებლო ჭორების გამავრცელებელ ეკა გიგაურებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
თუმცა, სააკაშვილის მარიონეტების ნებისმიერ მარგინალურ ქმედებას თუ განცხადებას, ამომრჩეველი ყოველთვის საკადრისად უპასუხებს,"- წერს გია აბაშიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge