დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

სწორად იქცევა „ქართული ოცნება“, როცა მის ხელთ არსებულ თემებს წინასწარ ასაჯაროებს, სწორედ რომ პრევენციის მიზნით-დავით ქართველიშვილი 15.09.2021 19:49

იმ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაუარონ მართლმადიდებელ ეკლესიას, მორწმუნეებს ჩაუშხამონ დიდი მარხვის შენახვა, ხელოვნურად გაურთულონ სააღდგომო ლიტანიობაზე დასწრება რიგით მოქალაქეებს, როცა შეუძლიათ მოითხოვონ ლექსო ლაშქარავა-2 და ამ მიზნით ქუჩაში ნებისმიერ ფასად გამოიყვანონ ხალხი - ჯერ პრევენციის, ხოლო შემდგომ კი კანონის აღსრულების ენაზე უნდა ელაპარაკო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

 

„პრევენციას, როგორც მძიმე შედეგის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებას, ჰუმანურობის ელემენტიც გააჩნია - ეს არის ჩამდენის მისამართით სიგნალი, რათა გადაიფიქროს, რათა ჩაწვდეს მისი ზრახვების გაშიშვლებაში და მოერიდოს გარდაუვალ პასუხისგებას. ამ კუთხით, აბსოლუტურად სწორად იქცევა „ქართული ოცნება“, როცა მის ხელთ არსებულ თემებს წინასწარ ასაჯაროებს, სწორედ რომ პრევენციის მიზნით. სწორად იქცევა, როცა არ მალავს და საზოგადოებს წინმსწრებად ეუბნება ყველაფერს, თუ რაზეა წამსვლელი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ამას ემსახურებოდა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებაც.

 

იმ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაუარონ მართლმადიდებელ ეკლესიას, მორწმუნეებს ჩაუშხამონ დიდი მარხვის შენახვა, ხელოვნურად გაურთულონ სააღდგომო ლიტანიობაზე დასწრება რიგით მოქალაქეებს, როცა შეუძლიათ მოითხოვონ ლექსო ლაშქარავა-2, და ამ მიზნით ქუჩაში ნებისმიერ ფასად გამოიყვანონ ხალხი - ჯერ პრევენციის, ხოლო შემდგომ კი კანონის აღსრულების ენაზე უნდა ელაპარაკო“, - წერს ქართველიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ