დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ალკოჰოლის სულ მცირე რაოდენობაც კი არის რისკ ფაქტორი სიმსივნის განსავითარებლად-ზაზა წერეთელი 15.09.2021 22:42

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ალკოჰოლის მოხმარების მავნე ზემოქმედებას ეხმაურება. როგორც ბოლო კვლევებმა ცხადყო, ალკოჰოლის ზომიერი მიღებისასაც კი იზრდება სიმსივნეების განვითარების რისკი, ჩვენს ქვეყანას კი სამწუხაროდ, ამ მხრივ არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა არ გააჩნია.

 

"ალკოჰოლი და სიმსივნეები.

 

იმ დროს როდესაც საქართველოში ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ საერთოდ არ საუბრობენ. იმ დროს როდესაც საქართველოში ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. ღვინის ქვეყანა ვართ და როგორ გვეკადრება...მსოფლიო, შემდგარი სახელმწიფოები და ღვინის ქვეყნები მსჯელობენ, ანვითარებენ და ატარებენ ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ერთ-ერთი მიზეზი ამ მუშაობის უკან არის ალკოჰოლი და მისაგან გამოწვეული სიმსივნეები.

 

ახლახან ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა მეტად საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც ამ საკითხს შეეხება. მკვლევარებმა გამოთვალეს ე.წ ზომიერი (<20 გ დღეში), სარისკო (20-60 გ დღეში) და მძიმე (> 60 გ დღეში) სუფთა ალკოჰოლის მიღების წვლილი ალკოჰოლით გამოწვეული სიმსივნეების საერთო სურათში.

 

როგორც გამოკვლევამ აჩვენა გლობალურად,2020 წელს სიმსივნის ყველა ახალი შემთხვევიდან დაახლოებით 741 300 შემთხვევა (95% ალბათობის ინტერვალით, 558 500–951 200), ანუ 4 · 1% იყო გამოწვეული ალკოჰოლის მოხმარებით. მამაკაცებში დაფიქსირებული ალკოჰოლთან დაკავშირებული სიმსივნის შემთხვევები იყო 568 700 (76 · 7%; ). სამი ყველაზე გავრცელებული სიმსივნე იყო საყლაპავის კიბო 189 700 შემთხვევა, ღვიძლის (154 700 შემთხვევა და მკერდის (მანდილოსნებში, 98 300 შემთხვევა.

 

ალკოჰოლთან დაკავშირებული სიმსივნეების ყველაზე დიდი ტვირთი წარმოდგენილი იყო მძიმე დალევით (346 400 შემთხვევა (46,7%) და სარისკო დალევით 291 800 შემთხვევა (39 · 4%); მაშინ როდესაც ზომიერი მიღებისას სასმელმა შეუწყო ხელი 103 100 შემთხვევას (13 · 9%) შემთხვევა, ხოლო 10 გ -მდე სუფთა ალკოჰოლის მიღებამ დღეში გამოიწვია 41 300 შემთხვევა.

 

სწორედ ამიტომაც როდესაც ალკოჰოლის ინდუსტრია მიუთითებს რომ ზომიერად ან მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღება არ არის სარისკო, ეს არ არის სწორი მესიჯი, რადგან ალკოჰოლის სულ მცირე რაოდენობაც კი არის რისკ ფაქტორი სიმსივნის განსავითარებლად.

 

მოკლედ რომ შევეჯამოთ ალკოჰოლის მოხმარება იწვევს სიმსივნეების მნიშვნელოვან ზრდას, ზრდას რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია ალკოჰოლის საწინააღმდეგო ეფექტური პოლიტიკისა და ჩარევის შედეგად, ალკოჰოლის რისკის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ალკოჰოლის მთლიანი მოხმარების შემცირების შედეგად.

 

აი ასეთი ამბები შემდგარი სახელმწიფოებიდან"-წერს ზაზა წერეთელი.

 

No photo description available.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ