რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთში, ვლადიმირის ოლქში, კოლონიაში იხდის სასჯელს, ჟურნალ Time-ის მიერ შედგენილ, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ასი ადამიანის ტრადიციულ სიაში შეიყვანეს.
ნავალნისთან ერთად, Time-ის სიის ამ ნაწილში შეიყვანეს ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი ცოლი მეგან მარკლი, ბრიტანელი მომღერალი, ბრიტნი სპირსი, რომელიც მეურვეობისგან თავის განთავისუფლებას ცდილობს, ირანელი უფლებადამცველი, სახაროვის პრემიის ლაურეატი, ნასრინ სოთუდე და სხვები.
თავის დროზე ვლადიმირ პუტინიც მოხვდა ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში, რომელსაც Time-ი ადგენს.
წელს, კატეგორიაში, „ლიდერები“, შეყვანილი არიან, აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი, ჩინეთის მმართველი, სი ძინპინი, ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი, ისრაელის პრემიერი“ ნაფტალი ბენეტი და სხვები.
ალექსეი ნავალნი კოლონაშია „ივ როშეს“ საქმის გამო, თუმცა უფლებადამცავები მას პოლიტიკურ პატიმრად თვლიან.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge