დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა - გიორგი კეკელიძე 16.09.2021 11:05

მოკლული 20 წლის ახალგაზრდა, ნიკო კვარაცხელია, დაახლოებით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა - Facebook-ის ქართულ ანალოგს ჰქმნიდა - Feedc.com-ს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე წერს.

 

"ვიღაცას ალბათ გაეღიმებოდა, მაგრამ თუ ოდესმე ნიკოს შეხვედრიხართ, მისი ერუდიცია და ენთუზიაზმი მცირე მიზეზსაც არ დაგიტოვებდათ ამის. მთხოვა, პერიოდულად სტატიები მეწერა და სიამოვნებით დავთანხმდი. მასე მერე პერიოდულად მწერდა და სიახლეებს მიზიარებდა.

 

საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ," - წერს გიორგი კეკელიძე. 

 

შეგახსენებთ, რომ ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი  ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ის ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიყვანეს.

 

ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ - მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ