დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ჟურნალმა Time-მმა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა 16.09.2021 13:03

ჟურნალმა Time-მმა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია შეადგინა. Time100-ის რეიტინგის პირველი ადგილი მომღერალმა ბრიტნი სპირსმა დაიკავა. ასეთია ხმის მიცემის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა თითქმის 1.8 მილიონმა ადამიანმა მიიღო. სპირსს ხმა 4% მისცა.

 

 

მეორე ადგილი სიაში ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს ერგოთ. მათ ხმა 3.1%-მა მისცა. შემდეგ მოდიან COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელები, რომლებმაც ხმების 2,5% მიიღეს.
მეოთხე ადგილი კორეულ ჯგუფ BTS-ს ხვდა წილად, რომელიც 2018 და 2019 წლებში რეიტინგის უპირობო ლიდერი იყო.

 

მეხუთე ადგილზე კი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშე, სიმონა ბაილზი მოხვდა.

 

ამასთან, რეიტინგი გაიყო კატეგორიებად "კუმირები", "პიონერები", "ტიტანები", "მხატვრები", "ლიდერები" და "ინოვატორები".

 

2021 წლის ყველაზე გავლენიან კუმირებს შორის, Time–მა რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოყო. მის შესახებ მასალა ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელმა, გარი კასპაროვმა დაწერა. მან გაიხსენა მოვლენები, რომლებიც ოპოზიციონერის გარშემო ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა: გერმანიაში მკურნალობის შემდეგ რუსეთში დაბრუნება, დაპატიმრება, პროტესტი, სისხლის სამართლის ახალი საქმეები მისი და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ, ასევე მხარდამჭერების საზღვარგარეთ გამგზავრება.

 

"კუმირების" სიაში ასევე შედიან პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი, ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა. Time- მა "პიონერებად" ბილი ეილიში, ტანმოვარჯიშე სუნისა ლი და კანადელი დიზაინერი ავრორა ჯეიმსი დაასახელა.

 

"ტიტანებში" Apple–ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, სცენარისტი შონდა რაიმსი, ამერიკელი ფეხბურთელი ტომ ბრეიდი მოხვდნენ. "ხელოვნების წარმომადგენელთა შორის" არიან მსახიობები ქეით უინსლეტი და სკარლეტ იოჰანსონი და რეპერები Lil Nas X და Bad Bunny.

 

ლიდერთა სიაშია ჯო ბაიდენი და მისი მოადგილე კამალა ჰარისი, დონალდ ტრამპი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი, ასევე "თალიბანის" პოლიტიკური ფრთის ლიდერი აბდულ ღანი ბარადარი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ