დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რატომ გადაწყვიტეს ამერიკელებმა მამონტის პოპულაციის აღდგენა 16.09.2021 13:38

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ოჰ, შე მამონტო...


სიტყვა "მამონტის" გაგონებისას, ალბათ, გაგახსენდებათ სკოლაში სწავლის დროს, ზოოლოგიის მასწავლებლის ნათქვამი - მამონტები სპილოების მსგავსი ცხოველი იყო, ბეწვით დაფარული, ციმბირში ცხოვრობდნენ და სულ "ახლახან", 10 ათასი წლის წინ, ჯერ გლობალური დათბობის, შემდეგ კი გამყინვარების შედეგად ამოწყდნენო (ისტორიისთვის 10 ათასი წელი ერთი თვალის დახამხამებაა!). 


მამონტების სიმაღლე 5,5 მეტრს აღწევდა, ხოლო წონა 14 15 ტონას. ამრიგად, მამონტი აფრიკულ სპილოებთან შედარებით, ორჯერ უფრო მძიმე იყო. ისინი მცენარეებით იკვებებოდნენ.
მამონტების ეპოქას პირველყოფილი ადამიანებიც მოესწრნენ.


მე-18 საუკუნეში რუსი მოგზაურები ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში გაყინულ მამონტებს პოულობდნენ, წვავდნენ მის გემრიელ ხორცს და სიამოვნებით შეექცეოდნენ.


დასავლური მასმედიის ცნობით, ამერიკელებმა მამონტის პოპულაციის აღდგენა გადაწყვიტეს და ამისათვის გაყინული მამონტისა და თანამედროვე სპილოების დნმ-ს გამოიყენებენ.


კომპანია Colossal-მა, რომელიც ბიოლოგიისა და გენეტიკის სფეროში მუშაობს, წარადგინა გეგმა ზოგიერთი გადაშენებული ცხოველის სახეობების აღსადგენად. კომპანია მზად არის ეს სამუშაო ბეწვიანი მამონტებით დაიწყოს.


Colossal-ის მეცნიერების შეფასებით, მამონტების პოპულაციის აღდგენა არქტიკას გადაარჩენს, აღადგენს დარღვეულ ეკოსისტემას და შეანელებს კლიმატის ცვლილებებს. 


პირველი მამონტი, მეცნიერთა გეგმის თანახმად, სავარაუდოდ, 6 წლის შემდეგ გამოჩნდება.


ფოტოებზე;


1. ბანჯგვლიანი მამონტი;

2. ნადირობა მამონტზე. ეს ნახატი სასკოლო სახელმძღვანელოდან მახსოვდა და ინტერნეტში მივაგენი. "- წერს სიმონ კილაძე. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ