დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართველი ბავშვების უფლება უხეშად დაირღვა" 16.09.2021 16:51

სად არიან ის ფსევდოპატრიოტები შინ თუ გარეთ, ნაცტელესტუდიებში მოლაყბეები თუ Facebook-"ლომები" ანდა ის ტრაგიკომიკური სუბიექტები, პროვოკაციულ პერფორმანსებს რომ აწყობენ საოკუპაციო ხაზთან ტელემედიის თანდასწრებით? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია აბაშიძე წერს.

 

"რატომ არ ისმის არცერთის ხმა, როცა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართველი ბავშვების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება უხეშად დაირღვა და მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება აეკრძალათ?

 

ისმის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური სტრუქტურების აქტიური განცხადებები საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად, რასაც მოჰყვება ნამდვილი უცხოელი მეგობრების რეაგირება. სააკაშვილის ჯიბეს ჩამოკიდებული ცალკეული უცხოელი პენსიონერები & მკვლევარები ("საქართველოს მეგობრები") კი, ახლა რატომღაც არ არიან ოპერატიულნი "ტვიტერობაში". Hypocrisy/ფარისევლობა!"- წერს გია აბაშიძე. 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ