დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ჯანმომ რუსული ვაქცინის რეგისტრაცია შეაჩერა 16.09.2021 19:10

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V რეგისტრაცია შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ დოქტორმა ჟარბას ბარბოსამ განაცხადა.


„ვაქცინის მწარმოებლებმა უნდა დაადასტურონ, რომ ვაქცინების წარმოების ადგილები საწარმოო პრაქტიკის სტანდარტებს შეესაბამება. რაც შეეხება Sputnik V-ის გადაუდებელი შემთხვევისთვის დამტკიცების პროცესს, ეს პროცესი შეჩერებულია, რადგან ქარხანა ვერ დაეთანხმა წარმოების ამ პრაქტიკას“, - აღნიშნა ბარბოსამ.

მას არ დაუკონკრეტებია რა ქარხნებზეა საუბარი.

ინფორმაციისთვის, ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა Sputnik V-ის წარმოებაში დარღვევები აღმოაჩინა. პრეტენზიები ეხებოდა გარემოს დაცვას და გამონაბოლქვის მონიტორინგს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ