დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მოდის ინდუსტრიის მეამბოხე დიზაინერი 16.09.2021 20:39

 

წლევანდელ "მეთ გალაზე" ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია საზოგადოების ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცა. მისი შექმნილი კოსტიუმები რამდენიმე ვარსკვლავს ეცვა.

 

გასაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა კიმ კარდაშიანის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე. ვარსკვლავი  Met Gala-ს ღონისძიებაზე დემნა გვასალიას მიერ შექმნილ შავ კაბაში გამოჩნდა, რომელიც მის სახესაც ფარავდა. დაფარული იყო კიმის თანხლები მამაკაცის სახეც. თავდაპირველად მედიამ ივარაუდა, რომ ეს კიმის ყოფილი მეუღლე კანიე უესტი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ კარდაშიანის გვერდით დემნა გვასალია იყო.


რა ღირს დემნა გვასალიას ჩუსტები, რომელიც Met Gala 2021-ის ჩვენებაზე ეცვა |  Primetime

გვასალია უკვე 6 წელია, რაც ესპანური მოდის სახლის, ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია.

 

ყველასგან განსხვავებული, ორიგინალური, ექსცენტრიული და არაორდინალური დიზაინერი 1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაიბადა, თუმცა, სამხედრო კონფლიქტის გამო ოჯახის წევრებთან ერთად მისი დატოვება მალევე მოუწია.

დემნა ჯერ საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის, ხოლო შემდეგ კი ანტვერპის აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა. დემნამ საქართველოში დიპლომის აღების შემდეგ მშობლებს განუცხდა, რომ დაპირებულ დიპლომს მათ აძლევდა, ამის შემდეგ კი იმის გაკეთებას აპირებდა, რაც მას მართლა სურდა.

Demna Gvasalia Says Goodbye To Vetements | FIB

დემნას ინტერესი დიზაინის მიმართ ბავშვობიდანვე იკვეთებოდა, ის 4 წლიდან ხატავდა, როგორც მისი ძმა გურამი იხსენებს, მაშინ, როდესაც დემნა კაბებს ჭრიდა და თოჯინებს აცმევდა, თავად სამეზობლოში შოუზე დასასწრებ ბილეთებს ყიდდა.

დემნა ხშირად საუბრობს ცხოვრების რთულ პერიოდზე, როდესაც 15 წლის წინ საკერავი მანქანის ფულიც კი არ ჰქონდა. მი “ყველაზე პირადი კოლექცია” როგორც თავად უწოდებს მას, მისი ოჯახის ყველაზე დიდ ტრამვას, სოხუმიდან წამოსვლას უკავშირდება.

 

სამი წლის განმავლობაში, პარიზში, დემნა მუშაობდა მარჯიელას ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად. ის ხელმძღვანელობდა H&M & Margiela -ს გახმაურებულ კოლაბორაციას. 2012 წელს, გვასალიამ მიიღო შეთავაზება Louis Vuitton-სგან, მაშინ როდესაც ლუი ვიტონის კრეატიული დირექტორი მარკ ჯეიკობსი იყო. დიზაინერმა დაუყვოვნებლივ მიიღო შეთავაზება და დაიწყო მოდის გიგანტის შიგნიდან შესწავლა.

 

მისი შემდგომი ნაბიჯი მოულოდნელი იყო. მიუხედავად მაღალი ანაზღაურების და კარგი პირობებისა, გვასალიას ლუი ვიტონში მუშაობა არ მოეწონა და იმედგაცრუებულმა თავის მეგობრებთან (Margiela-დან) შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“), რომლითაც სურდა ეკეთებინა მხოლოდ ის, რაც თავად მოსწონს.

 

2015 წლის ოქტომბერში დემნა დანიშნეს Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად.  ამით თავად დემნაც საკმაოდ გაკვირვებული იყო, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს პოსტი მას Vetements-ის წარმატებულმა ჩვენებებმა მოუტანა, რომლის კოლექციები მოჩვენებითი უბრალოების პრინციპით იქმნება, და რომლის მიღმაც კარგად მოფიქრებული თარგები და ხარისხიანი მასალა იმალება. Vetements-ის სახელი გახმაურდა მაშინ, როდესაც მისმა ჯგუფმა ჩვენება მოაწყო ჩინურ რესტორანში Le Président-ში, შემდეგი ჩვენება გაიმართა პარიზის ერთ-ერთი კვარტლის მარეს გეი კლუბში - Le Dépôt. მარტში გუნდმა კიდევ გააკვირვა საზოგადოება ამერიკის საკათედრო გამზირზე გამართული ჩვენებით, სადაც სტუმრები დაბალ სკამებზე ისხდნენ.

 

ამ ჩვენებიდან სამი დღის შემდეგ დემნა გვასალიამ წარადგინა თავისი პირველი კოლექცია Balenciaga-სთვის. ექსპერტთა აზრი გაიყო - ზოგი აცხადებდა, რომ კოლექციამ სრული მარცხი განიცადა, ზოგიც კი პირიქით წარმატებას უწინასწარმეტყველებდა. 

 

2016 წელს გამოცემამ Business of Fashion-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე დემნა გვასალიამ აიღო წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი.

 

იშვიათი დიზაინერი, რომელსაც შეუძლია მოდის ინდუსტრიაში არსებული წესები დაარღვიოს“, – წერს ამერიკული Vogue მსოფლიოში ცნობილ ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას შესახებ. ის მოდის ინდუსტრიაში მეამბოხე დიზაინერად მოიხსენიება, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ერთგვარი აჯანყება მოაწყო მოდაში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ