დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

გახარიას ჰქონდა საშუალება პანდემია ხისტად ემართა, ღარიბაშვილს არა-თენგიზ ცერცვაძე 16.09.2021 23:19

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პანდემიას ხისტად მართავდა, რადგან მას მაშინ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პირობები, ამის საშუალებას აძლევდა. მისივე თქმით, ღარიბაშვილის პრემიერობისას არჩევანი შემოსავლის არქონით დაღუპვასა და ინფექციით დაღუპვას შორის იდგა, თორემ ის "არავისზე ნაკლებია".

 

"გახარიას დროს ეკონომიკა ჯერ არ იყო დაზიანებული, დანგრეული და ხალხს არსებობა არ უჭირდა, ამიტომ, მას ჰქონდა საშუალება წასულიყო ხისტ ზომებზე და ის სწორად მოიქცა. როდესაც პრემიერად მოვიდა ღარიბაშვილი მას სხვა მოცემულობა დახვდა. ხალხს ძალიან უჭირდა, არსებობის საშუალება არ ჰქონდა და მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ხალხი დაღუპულიყო შემოსავლის არქონის გამო, თუ ინფექციის გამო. ღარიბაშვილი იძულებული იყო, რომ შეერბილებინა ღონისძიებები", — თქვა ცერცვაძემ  პალიტრანიუსის ეთერში.

 

ცერცვაძის თქმით, ის ღარიბაშვილს გახარიას ხისტი სტილის ლიბერალური სტილით შეცვლაში ეთანხმება, რადგან სხვა შემთხვევაში ეკონომიკა მოკვდებოდა.

 

"დამიჯერეთ, არავისზე ნაკლებია ღარიბაშვილი და არავისზე ნაკლები სურვილი არ ჰქონდა რომ ხისტად ემართა. ვეთანხმები ღარიბაშვილს იმაზე, რომ მან გახარიას ხისტი სტილი შეცვალა ლიბერალური სტილით, ის სწორი იყო, ის ვერ გააგრძელებდა გახარიას სტილს ეკონომიკა მოკვდებოდა", — აღნიშნა ცერცვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ