დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ფეისბუქი“ მომხმარებელთა ქცევის წესებს ამკაცრებს 17.09.2021 11:10

„ფეისბუქი“ მომხმარებელთა ქცევის წესებს ამკაცრებს. ამიერიდან სოციალური ქსელი უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს რეალური ადამიანების წინააღმდეგ, ვინც „ფეისბუქის“ ქცევის წესებს არღვევს და მავნებლურ აქტივობებშია ჩართული.

 

როგორც „როიტერი“ იუწყება, „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია მსაგავს აქტივობებში ჩართული მომხმარებლების წინააღმდეგ იმავე მეთოდებს გამოიყენებს, რასაც ყალბი ანგარიშებით კოორდინირებული თავდასხმების დროს მიმართავდა.

 

კერძოდ, საუბარია რეალურ მომხმარებლებზე, რომლებიც სოციალური ქსელის წესებს კოორდინირებულად და სისტამატურად არღვევენ. მაგალითად, ცრუ მიზეზებით ასაჩივრებენ ზოგიერთ გვერდს, რაც შემდეგ ამ გვერდის დაბლოკვის მიზეზი ხდება. ან მასობრივად და კოორდინირებულად ტოვებენ კომენტარებს კონკრეტული მომხმარებლის გვერდზე, რასაც „ფეისბუქში“ კიბერ შევიწროვებად მიიჩნევენ.

 

ასეთ ქმედებებში შემჩნეული ჯგუფების წინააღმდეგ „ფეისბუქი“ მკაცრ ზომებს გაატერებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ