დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

გახარიას გაოპოზიციონერობის ამბავზე ასე თუ ისე პასუხი გაგვაჩნია - დავით ქართველიშვილი 17.09.2021 12:46

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე და გიორგი გახარია ერთი თამაშის ნაწილები იყვნენ, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. კითხვაზე, რისთვის გადადგა გიორგი გახარია, მეუფე იაკობი პასუხობს: „იმისთვის, რომ დღევანდელი სიტუაცია მიგვეღო“.

 

ანუ, გახარიას გაოპოზიციონერობის ამბავზე ასე თუ ისე პასუხი გაგვაჩნია. საინტერესოა - რამ გაადისიდენტა მეუფე პეტრე და რა მოვლენამ შეასრულა ამ პროცესში დამაჩქარებელი კატალიზატორის როლი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

"ამ შეკითხვაზე ირიბი, ან შეიძლება - პირდაპირი პასუხი ჯერ კიდევ გასულ წლებში ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჯეფრი სილვერმანმა გაზეთ "ვერსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში გასცა.

 

ამ ინტერვიუში, ამერიკელმა ჟურნალისტმა დაადასტურა ის მოარული ხმები - თითქოს თავის დროზე საქართველოდან მეგის ქარდავას გაქცევაში, ხოლო შემდგომ, მის თურქეთის ტერიტორიაზე მონახულებასა და ფინანსურ დახმარებაში, ერთ-ერთი ქართველი მღვდელმსახური იყო გარეული. დაახლოებით ორი წლის წინ პირველად გაჟღერდა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პერსპექტივებზე საუბარი. მხოლოდ საუბარი, მეტი არაფერი. აქტიურ ფაზაში ეს პროცესი მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის "გაპრემიერების" დროს შევიდა. მანამდე გასაგებია, ვინც ამუხრუჭებდა ამ ყოველივეს უკრაინაში, თუმცა შთაბეჭდილება გრჩებოდა, რომ საქართველოშიც ამ ექსტრადირებას დიდად ხელს არავინ უწყობდა.

 

ასეა თუ ისე - ფაქტია, რომ ამ პროცესებს "დაემთხვა" მეუფე პეტრეს "გადისიდენტობოს" ამბავი, თუმცა არავის პირდაპირ არსად დაუსახელებია, რომ ჯეფრი სილვერმანის მიერ ნახსენები მღვდელმსახური სწორედ ის იყო. ამის შესახებ უტყუარი ინფორმაცია მხოლოდ ერთ ადამიანს გააჩნია და ეს არის - მეგის ქარდავა.

 

იმის პრეცედენტი, რომ გარდაუვალი მხილების თუ პასუხისგების წინაშე - მთელი რიგი დამნაშავე პირი წინასწარ მიმართავს პოლიტიკის საფარქვეშ შეძრომას, რათა შემდგომ "პოლიტპატიმრის" მანტია მოირგოს - საქართველოში უკვე მანკიერ აპრობირებულ პრაქტიკად იქცა. სამწუხაროდ, ეს პროცესი ზოგიერთ მღვდელმსახურზეც აისახა. მაგალითად - ერთ-ერთ ევროპულ ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზ ილია ჭიღლაძეზე, რომელიც მერამდენე წელია დიდი ბრიტანეთისაგან ლტოლვილის თავშესაფარის სტატუს, როგორც სამშობლოში "რელიგიური ნიშნით დევნილი" პირი - უშედეგოდ ელოდება. ამიტომაც იხარჯება ყოველდღიურად პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ პასკვილების წერაზე - ელოდება საპასუხოდ დისკრიმინაციულ ზომებს, ბრიტანეთის საიმიგრაციო სამსახურში მტკიცებულებად წარდგენის მიზნით - მაგრამ ამაოდ. ხოლო, რამ გააბოროტა მეუფე პეტრე - ამის შესახებაც ალბათ სულ ახლო მომავალში შევიტყობთ," - წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ