დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! - ლევან რატიანი 17.09.2021 13:22

“იმედია, მალე დავამარცხებთ პანდემიას! მალე ჩამოყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი! ამის საფუძველი ბიოლოგიის კანონია, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს!, - ამის შესახებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დირექტორი - ლევან რატიანი რატიანი სოციალურ ქსელში წერს. 

 

იმუნიტეტის პოპულაციური ჩამოყალიბების ფაქტორებია:

 

გადატანილი ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნური სტატუსი და უსაფრთხო ვაქცინაცია!

 

ამის დასტურია სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ19 და გამოჯანმრთელდნენ, 7-8 თვე და შესაძლებელია ათწლეულები, ან მთელი ცხოვრების მანძილზეც კი ინარჩუნებდნენ მყარ იმუნიტეტს SARS-CoV-2 ის მიმართ.

 

დაავადების შედეგად გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა გარკვეული თვეების გასვლის შემდეგ შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს, მაგრამ T და B უჯრედები იმახსოვრებენ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარმოქმნიან ახალ ანტისხეულებს ორგანიზმს თუ კვლავ შეხება მოუხდა ამ ვირუსთან.

 

ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვიდრე ვაქცინირებულების. მეცნიერების თქმით, Pfizer-BioNTech- ით სრულად ვაქცინირებული ადამიანების დელტა შტამით ინფიცირების შანსი 6 – ჯერ მაღალი იყო ვიდრე მათი, ვინც იმუნიტეტი ბუნებრივად გამოიმუშავა.

 

ის ფაქტი, რომ კოვიდგადატანილების აცრის შემდეგ მათი ანტისხეულების რაოდენობა გაიზრდება ამას დიდი მტკიცება და ექსპერიმენტი არ სჭირდება, მაგრამ, ამ გზით გაზრდილი ანტისხეულების რაოდენობა არანაირ კლინიკურ სარგებელს არ იძლევა და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს რისკისა და სარგებლის თანაფარდობა.

 

ვაქცინაციას მასიურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა! ვაქცინაცია მედიცინის მონაპოვარია! მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! ფაქტი ერთია, მთავარია პოპულაციიური იმუნური სტატუსის ჩამოყალიბება, რაც სუმარული ჯამია პოსტ-ინფექციის და ვაქცინაციის! არ ქაოსი! სიმშვიდით, სიყვარულით და გვერდში დგომით გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ! აუცილებლად გადავრჩებით!”,- წერს ლევან რატიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ