დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

“ბარსელონას” ვალმა კლუბის ისტორიაში უპრეცენდენტო ნიშნულს მიაღწია 17.09.2021 21:45

 

კატალონიური “ბარსელონა” უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება. კლუბმა დაადასტურა, რომ გასულ სეზონში 481 მილიონიან ზარალზე გავიდა.

 

ამაზე კლუბის ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდა. კლუბის ვალმა ჯამში 1.35 მილიარდს მიაღწია, რაც კლუბის ისტორიაშია უპრეცენდენტოა.

 

სწორედ ვალის გამო მოუწია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ლიონელ მესის “ბარსას” დატოვება, მაშინ, როდესაც ის ხელფასის განახევრებაზეც კი თანახმა იყო. კლუბმა ასევე გაუშვა ანტუან გრიზმანიც.

 

კატალონიელებმა ასევე დაამტკიცეს კლუბის 2021-2022 წლების სეზონის ბიუჯეტიც და ის 765 მილიონ ევროს შეადგენს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ