დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ერთი სიტყვაც არ დაიჯეროთ - დიდი ზომის ცარიელი ადგილია-თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე 17.09.2021 22:04

 

ერთი სიტყვაც არ დაიჯეროთ - დიდი ზომის ცარიელი ადგილია- ასე ეხმაურება "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიგი  უგულავას განცხადებას იმის თაობაზე,რომ იგი  საკუთარ შეცდომად მიიჩნევს  ხელისუფლებაში ყოფნისას მეგის ქარდავასთვის ადგილის არ მიჩენას.

 

"არაფერი არ დაუჯეროთ.

 

არაფერს შეცდომად არ მიიჩნევს. ზოგადად არაფრის სჯერა.

 

საკააშვილზეც იგივეს ამბობდა და ახლა მის იღლიიდან თავს ვერ აყოფინებენ, როცა თავისით ვერაფერი შეძლო და ისევ “ჯართს” აეკიდა.

 

ზუსტად იგივეს ამბობდა ბოკერიაზეც - არასწორი იყო, მის იზოლირებას რომ ვცდილობდით 2008 წლის მერეო. ბევრი “ბაიკა” მაქვს მოსმენილი იმაზე, რა არასწორი იყო “ვანომ იცის, ადემ იცის, ბოკერიას არ უთხრათ.”

 

რა წუთშიც კიევში მოსთხოვეს - ეგრევე ზურგში დანა ჩაარტყა.

 

მოკლედ, ერთი სიტყვაც არ დაიჯეროთ - დიდი ზომის ცარიელი ადგილია."-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ