დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

კლინიკა, რომელშიც გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის-თამთა მეგრელიშვილი 18.09.2021 14:01

 

იურისტი თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, კლინიკა, რომელშიც გიორგი გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის. ამის შესახებ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს..

 

„ENFSI - ეს არის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი. ავსტრიაში მხოლოდ ორ დაწესებულებაა ამ ქსელის წევრი. კლინიკა, სადაც გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, RUDOLFINERHAUS, ამ ქსელის გაერთიანებაში არ არის. სამაგიეროდ გაერთიანების ღირსეული წევრია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. ქსელის წევრი ვერ გახდება დაწესებულება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, მოთხოვნები კი საკმაოდ მკაცრია. საინტერესოა, რატომ ენდო გახარია კერძო კლინიკაში, ნევროლოგთან გაკეთებულ ნარკოტესტს და არა სამხარაულს?“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ