დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ემანუელ მაკრონის ჰიტლერის სახით გამოსახვისთვის სასამართლომ პირი 10000 ევროთი დააჯარიმა 18.09.2021 23:01

 

62 წლის მიშელ-ანჟ ფლორი ბანერზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ჰიტლერის სახით გამოსახვის გამო ქალაქ ტულონის სასამართლომ 10000 ევროთი დააჯარიმა.

 

19 ივლისს, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ჯანმრთელობის საშვის შემოღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ლა-სენ-სიურ-მერის კომუნაში და ქალაქ ტულონში გამოჩნდა ბანერები, რომლებზედაც მაკრონი ჰიტლერის სახით – მოკლე ულვაშებით და ნაცისტური უნიფორმით – გამოსახული  მოუწოდებდა: „დაემორჩილე, აიცერი”.

 

ტულონის პროკურატურამ ბანერებზე მაკრონის ჰიტლერის სახით გამოსახვის გამო საქმე აღძრა, მაკრონის ადვოკატებმა კი კარიკატურის ავტორის წინააღმდეგ შეიტანეს საჩივარი.

 

აგვისტოში კიდევ ერთი კარიკატურული ბანერი გაჩნდა, ამჟამად ბანერის წინა პლანზე მაკრონი კოლობორაციონისტ ფილიპ პეტენთან ერთად იყო გამოსახული, უკანა პლანზე კი ჩანდა QR-კოდი. ბანერის ზედა ნაწილში იყო წარწერა: „l n’y a qu’un pass à FRANCHIR”. პეტენი და მაკრონი სამხედრო ფორმაში, QR-კოდი და წარწერა ბანერზე რომელშიც სიტყვა pass ფიგურირებს და ერთი მხრივ, საფრანგეთის ნაცისტების მიერ ოკუპირების დროს გაცემულ საშვებთან აღძრავს ასოციაციას, მეორე მხრივ კი მაკრონის დროს შემოღებულ ჯანმრთელობის საშვებზე, მთლიანობაში, კარიკატურის ავტორის ჩანაფიქრით, მნახველს მაკრონის და ჰიტლერის მსგავსებაზე უნდა აღუძრას ფიქრები.

 

სასმართლო არ დაეთანხმა „ყვითელი ჟილეტების” მომხრე
მიშელ-ანჟ ფლორის ადვოკატის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მის კლიენტს კარიკატურაზე უფლების გამოიყენებით კანონი არ დაურღვევია, გაიზიარა პროკურორის მტკიცება, რომ კარიკატურებში ჩანს „ზიანის მიყენების აშკარა სურვილი” და პრეზიდენტის „საჯაროდ შეურცხყოფის” გამო მიშელ-ანჟ ფლორი 10000 ევროთი დააჯარიმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ