დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

როდის გაიხსნება განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - დეტალები 19.09.2021 12:12

2019 წლის აპრილში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მთელი მსოფლიო შეძრა. მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხანძარი რელიკვიებს არ შეხებია.

 

ხანძრიდან 2 წლის განმავლობაში სპეციალისტები ნოტრ-დამს რესტავრაციისთვის ამზადებდნენ. ე.წ. უსაფრთხოების ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ, ტაძარში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, რომელიც 3 წელიწადში დასრულდება. 2024 წელს ნოტრ-დამი მნახველებისთვის ხელახლა გაიხსნება. ტაძრის დიზაინის შეცვლა არ იგეგმება — მას პირვანდელი სახით აღადგენენ.

 

აღსანიშნავია, რომ ხანძრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 5 წელი დასჭირდებოდა.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცნობილი, როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია. პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ