დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"საშვილიშვილო საქმეს აკეთებს თაკო ჩარკვიანი - ქვეყანაზე მამულიშვილურად ზრუნავს და უანგაროდ ეხმარება რეგვენთა უფასო რეგისტრაციაში" 21.09.2021 11:21

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მშვიდობიანად დაბრუნების მიზნით შექმნილ სახალხო მოძრაობაში უკვე 76 ათასზე მეტი მოხალისეა დარეგისტრირებული, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 

 

"თუ ეს ასეა, ბარაქალა -76 ათასი ოფიციალურად რეგისტრირებული რეგვენი გვყოლია! რას ჩაიდენს რეგვენთა ეს ლაშქარი და სხვა რეგვენებს დაელოდებიან, რომ ისინიც დარეგისტრირდებიან. მეტს არც არაფერს! კაი საშვილიშვილო საქმეს აკეთებს თაკო ჩარკვიანი - ქვეყანაზე მამულიშვილურად ზრუნავს და უანგაროდ ეხმარება რეგვენთა უფასო რეგისტრაციაში. ამ რეგვენთანგან, მართალია, ზოგი, უთუოდ შლეგიც არის, რომელიც სასწრაფო ფსიქიატრიულ დახმარებას საჭიროებს, ამდენად - აუცილებელია შემდგომი სელექცია, ე.ი. რეგვენთა ამ არმიაში შლეგთა გვარდიის გამოყოფა, რასაც, იმედია, ჩვენი თაკო უახლოეს მომავალში ასევე წარმატებით შეძლებს!

 

ისე, ძალზე კარგი იქნებოდა, ვინმეს თაკო ჩარკვიანის ამ შესანიშნავი "სამოქალაქო ინიციატივისთვის" მიებაძა და ასევე, მაგალითად, „სისხლიანი ბანერით აღშფოთებულთა“ სახალხო მოძრაობა შეექმნა, რომელიც ქვეყანაში აჯამთა რეგისტრაციის არანაკლებ საშურ პროცესს ითავებდა! დარწმუნებული ვარ, იმ 76 ათას რეგვენში უამრავი იქნებოდა ისეთიც, რომელიც აჯმადაც დიდი სიამოვნებით დარეგისტრირდებოდა; მაგრამ, ჩემი აზრით - აჯმები გაცილებით მეტნი არიან, ანუ აჯამთა დიდ სიმრავლეში რეგვენნი უფრო მცირე ქვესიმრავლეა, ხოლო შლეგნი, თავის მხრივ - რეგვენთა ქვესიმრავლე. მიუხედავად ამისა, მათი ცალკ-ცალკე რეგისტრაცია მაინც საჭიროა. მაგალითად, დიახ, ყველა აჯამია, ვისაც ეს ბანერი აღაშფოთებს, მაგრამ მათში რეგვენი ისაა, ვინც უფრო რადიკალურია, ითხოვს არა მხოლოდ ბანერის დემონტაჟს, არამედ სანაცვლოდ ახალ ბანერს, რომელზეც იგივე სურათის ფონზე, მაგრამ უფრო დიდი ასოებით, ეწერება: „დიახ ნაცებს! ვაშა ბოროტებას! დიდება ღალატს!“

 

ისე, იმ ბანერის შემოქმედებით ჯგუფს არ ეყო კრეატიულობა, თორე ასე არაპოლიტკორექტულად კი არ მოიქცეოდა! არამედ, მიბაძავდა იმ სამაგალითო კახელს, პოლიტკორექტულად რომ იკითხა - „ხო არ გინდათ ემ საათში დედები მოგიხნათკეო?“ - აი, ესაა პოლიტკორექტული ფორმა დემოკრატიაში, სიძულვილის ენა და დედის გინება კი არა! დემოკრატიაში უნდა იკითხო, თანაც პოზიტიური და არა ნეგატიური ფორმით, ხოლო ხალხი - თავად გადაწყვეტს მოუხნას თუ არა დედები ვინმეს! ამიტომ: ბანერი ასეთი უნდა ყოფილიყო - სიტყვა "არა", "დიახ"-ით შეეცვალათ, ხოლო ძახილის ნიშანი კითხვის ნიშნით. მაშინ, სიძულვილის ენის ნაცვლად, მივიღებდით ასეთ მშვენიერ და პოლიტკორექტულ ფორმას: „დიახ ნაცებს, დიახ ბოროტებას, დიახ ღალატს?“

 

ცხადია, სახელმწიფოსაც აკლია კრეატიულობა - თორემ თაკო ჩარკვიანის დიდებულ ინიციატივას რეგვენთა უფასო რეგისტრაციის თაობაზე, ჯერ კიდევ კოაბიტაციის გამოცხადებამდეც კი, თავად აიღებდა ხელში. ხომ არის "საჯარო რეესტრი", "სამოქალაქო რეესტრი", "სამეწარმეო რეესტრი" და სხვ. რატომ არ უნდა იყოს ქვეყანაში ოფიციალური „რეგვენთა რეესტრი“, ასევე „აჯამთა რეესტრი“ და თუნდაც „შლეგიანთა რეესტრი“?!

 

არ მითხრათ ახლა - აბა, რა საჭიროა, როცა აგერ, თაკო ჩარკვიანი კერძო ინიციატივით მამულიშვილურად ასე ზრუნავს და საქვეყნო საჭიროებას თავის თავზე უანგაროდ იღებსო! დიახ, ბატონებო, გასაგებია და რასაკვირველია, მისაღებიც იქნებოდა, რომ არა ერთი ძალზედ საჭოჭმანო გარემოება: ეგ თავადაა რეგვენიც, აჯამიცა და შლეგიც, განა ენდობა ასეთი საშვილიშვილო და ძალზედ პასუხისმგებლიანი საქმე?! თანაც, აბა სახელმწიფო რაღად გვინდა, ეგენიც კი თუ ვერ აღრიცხა, არ მოუსმინა და არ უთვალთვალა?!" - წერს დავით ზარდიაშვილი. 

 


ცნობისათვის, პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში მშვიდობიანად დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ