დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

კოალიციური მთავრობა ერთადერთ შემთხვევაში იქნება ქმედუნარიანი - ვაჟა ბერიძის განმარტება 21.09.2021 14:19

2 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა დაამთავროს ერთი კაცის მმართველობა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებლელოსლიდერმამამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა აუცილებლად უნდა შეძლოსქართული ოცნების" სამარცხვინოდ დამარცხება, რადგან, მომავალ წელს ქვეყანაში ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები და ქვეყანამ მიიღოს კოალიციური მთავრობა.

 

აღნიშნულ განცხადებას "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გამოეხმაურა:

 

"ლელო" საერთოდ სხვა მიმართულებით მიდის, ახლა ისინი კოალიციურ მთავრობაზე ლაპარაკობენ. რომელ კოალიციაზე საუბრობენ?! თუ თავი გაქვს, მოდი ხელისუფლებაში და მართე ქვეყანა და თუ არ გაქვს, როგორ უნდა შეკრა კოალიცია აბსოლუტურად განსხვავებულ ლიდერებს შორის, - გაურკვეველიამელია, ბადრი ჯაფარიძე, ვაშაძე - ამათ ურთიერთობის გარკვევას კიდევ ერთი 10 წელი დასჭირდება. ისინი ხომ განსხვავებული ინდივიდები არიან,"- აღნიშნა პოლიტოლოგმა.

 

მისივე თქმით, კოალიციური მთავრობა და საპარლამენტო მმართველობა ისეთ ქვეყნებშია მისაღები, რომლებსაც კონსოლიდირებული დემოკრატია აქვთ, სადაც ინსტიტუტები მუშაობს და არსებობს პარტიები, კარგი და ორგანიზებული რესურსით

 

"ამ ბნელეთში, სადაც არცერთი ფაქტორი არ არსებობს, რომელ კოალიციურ მთავრობაზეა ლაპარაკი?! კოალიციური მთავრობა ერთადერთ შემთხვევაში იქნება ქმედუნარიანი, თუ მას სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება და ამ ერთობას, როგორც ლეღვის ფოთოლს, ისე მიიწებებს. ამ შემთხვევაში ის მართავს, როგორც უნდა.


ისრაელში 2 წელი არ იყო მთავრობა და ახლა ყოველ წელს ლამის არჩევნებიააქ კი კობახიძე გვეუბნება, რომ 3 წელი არაფერი გექნებათო. ეს კობახიძის გადასაწყვეტი არ არის.  3 წელი იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები - ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელიც ისევ გაძევებული პოლიტიკური არენიდანისრაელი უძლებს ყოველ წელს არჩევნებს, მესმის, რომ აქ ვერ გავუძლებთ, მაშინ პუტინის რეჟიმისკენ უნდა წავიდეთ, ან უკეთეს შემთხვევაში ერდოღანის, ან ალიევის სისტემისკენაგერ კი არის კაცი, რომელიც ჩრდილიდან მართავს პროცესებს - ივანიშვილს ვგულისხმობ,"- აცხადებს ჩვენთან საუბარში ვაჟა ბერიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ