დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"მთელი მსოფლიო ასე ითვლის და ძალიან რომ არ ავცდეთ რეალობას, ჩვენც ასე დავითვალოთ" 21.09.2021 16:04

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიოში ვაქცინირებულთა პროცენტი მთლიანი მოსახლეობის რაოდენობიდან გამოჰყავთ და არა ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობიდან, როგორც ეს საქართველოში ხდება.

 

"საქართველოს მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით შეადგენს 3.72 მილიონ ადამიანს.


სრულად აცრილია 719 076 ადამიანი.ვაქცინაციის პროცენტია 19.3 %.პ.ს. ასე ითვლის მსოფლიოს ყველა ქვეყანა ვაქცინაციის პროცენტს, ამიტომ ძალიან რომ არ ავცდეთ რეალობას, ჯობია ჩვენც მსგავსად დავითვალოთ!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს.

 

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ს შეადგენს.

 

სრულად ვაქცინირებულია 719 076 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 25.2%-ს შეადგენს.

 

20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი. 

 

21 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ