დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

რა თამაშს თამაშობს სომხეთი 21.09.2021 16:50

სომხურმა ტელეარხმა «А+1»-მა ეთერში გადასცა საუბარი პოლიტოლოგ სტეფან გრიგორიანთან, რომლის ტექსტი ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა სათაურით „რეჯეფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის წინაშე დააბეზღა: აი, ხედავ, როგორ თამაშებშია ჩართული სომხეთი?“.

 

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, 2008 წლის „საფეხბურთო დიპლომატიაში“ სომხეთის ძირითადი შუამავალი თურქეთთან ამერიკა იყო, შესაბამისად, ანკარამ ვერ „გაბედა“ სომხეთის „ჩაშვება“. „ახლა კი, რამდენადაც შუამავალი საქართველოა, პატარა ქვეყანა, ერდოღანმა ყველაფერი გახსნა და მოსკოვის გასაგონად თქვა - რუსეთო, ხედავ, რას აკეთებს შენი მოკავშირე? ჩვენთან საერთო ენას ეძებს... ხედავ, რა თამაშს თამაშობს სომხეთი?“.

 

სტეფან გრიგორიანი თვლის, რომ მოლაპარაკება რუსეთის შუამავლობით უაზრობაა - კრემლი დაინტერესებულია არ არის, რომ სომხეთმა სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლოს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უკეთესია ერევანს ისეთი შუამავლები ჰყავდეს, როგორებიც აშშ და საქართველოა. „გავიხსენოთ, რომ საქართველოს დახმარებით სომხეთს 15 ტყვე გადმოეცა“, - ამბობს იგი ინტერვიუში.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ