დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ნიკოლ ფაშინიანი კიდევ ერთხელ გამოიჭირეს - რას წერს უცხოური გამოცემა 21.09.2021 16:53

​სომხეთის ოპოზიციურ გაზეთ „გოლოს არმენიი“-ში («Голос Армении») დაბეჭდილია სტატია სათაურით „ხტუნიას ნახტომმა უმტყუნა“ (ავტორი - რუბენ მარგარიანი), რომელშიც ნიკოლ ფაშინიანის „პროთურქული გადახრებიაგარკიტიკებული:

 

„ნიკოლ ფაშინიანი კიდევ ერთხელ გამოიჭირეს. მისი ფარული მიზნები კიდევ ერთხელ გამჟღავნდა: ამჯერად აღზრდის ეს სასიამოვნო მისია - საჯაროდ გაროზგვა - თავისთავზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა აიღო... ძნელია იმის კომენტირება, რაც თურქმა ლიდერმა საზოგადოებას აცნობა: ისე გამოვიდა, რომ რეჯეფ ერდოღანმა არა მხოლოდ უარი უთხრა სომხეთის პრემიერს კონსპირაციულ შეხვედრაზე, არამედ „ბიჭს თავისი ადგილი უჩვენა“: „შენ ჯერ პატარა ხარ და სანამ მე შემხვდებოდე, მანამ რაღაცეები უნდა გააკეთო. თუ ჩვენს პირობებს შეასრულებ, მაშინ შეიძლება შეხვედრაზე ვიფიქროო“.

 

როგორც ვხედავთ, რეჯეფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანი საჯაროდ გაამათრახა: „რა კონსპირაციული შეხვედრა მოგინდა... საერთოდ ვინ ხარ ისეთი, რომ შენ საიდუმლოდ შეგხვდე? ჩემი რჩევაა ყველაფერზე პირდაპირ და ღიად ილაპარაკო...“.

 

აი, თურმე რატომ იყო წასული თბილისში ნიკოლ ფაშინიანი. სომეხი ლიბერალების ჩვევა ამაშიც გამოვლინდა: ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ სწორედ საქართველო იყო ის ძირითადი ადგილი, სადაც სომხური „ენჯეოშნიკები“ და ოპოზიციონერები თურქეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. თვითონ ფაშინიანიც გაპრემიერებამდე არაერთხელ იყო თბილისში და როგორ არ გაგვახსენდება გარნიკ ისაგულიანის (ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მრჩეველი - ს.კ.) ნათქვამი - ნიკოლ ფაშინიანის გუნდმა სწორედ საქართველოს მეშვეობით მიიღო 50 მილიონი დოლარი აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეცსამსახურებიდან, სომხეთში სიყვარულისა და თანხმობის რევოლუციის“ მოსახდენადო...

 

ამრიგად, ნიკოლ ფაშინიანი თბილისს გაემგზავრა, თავისი თხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა და შემდეგ ბათუმში წავიდა. სომეხ ექსპერტებს თავსატეხი გაუჩნდათ: რატომ? ზოგიერთები ვარაუდობდნენ - კაცი შრომისაგან დაიღალა და ორიოდე საათი დასვენება მასაც ჭირდებაო... ახლა კი, რეჯეფ ერდოღანის გულახდილად ნათქვამის ფონზე, ერთ-ერთი ვერსია რეალურ სახეს იძენს: იქნებ ნიკოლ ფაშინიანი ბათუმში „ფიქრთ  განსართველად“ კი არ წავიდა, არამედ ქართველი კოლეგის რჩევით, რათა აჭარაში, სადაც თურქული კაპიტალი ელვარე ფერებით არის აყვავებული, ისეთ ადამიანებს შეხვედროდა, რომლებსაც პირადად შეეძლოთ ნიკოლ ფაშინიანის უმდაბლესი თხოვნის თურქეთის სულთნამდე მიტანა... როგორც ჩანს, სომეხი პრემიერ-მინისტრის კონტაქტი მის ძველ თურქ კურატორებთან შედგა.

 

საინტერესოა, რატომ "ჩაუშვა“ რეჯეფ ერდოღანმა ასე საქვეყნოდ ნიკოლ ფაშინიანი? ალბათ, იმიტომ, რომ მის გამო თურქ პრეზიდენტს რუსების გაბრაზება არ უნდა... ვინმემ შეიძლება იკითხოს - რა შუაში არიან რუსები? არიან და თანაც უშუალოდ.

 

ვისგან სურდა ფაშინიანს თავისი გეგმების დამალვა? რასაკვირველია, სომხეთის მოსახლეობისაგან, ეს გასაგებია, მაგრამ უპირველესად მაინც რუსებისაგან. იმიტომ, რომ ფაშინიანს მართლაც რომ ჰქონოდა მოლაპარაკების სურვილი, მას შეეძლო ასეთი თხოვნა ერდორანისთვის სხვა ოფიციალური გზებითაც გადაეცა - მაგალითად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მეშვეობით, რომლის სტამბოლის ოფისში სომხეთს თავისი წარმომადგენელი ჰყავს. ყველამ იცის, რომ ამ ორგანიზაციის მეშვეობით ერევანსა და ანკარას საკმაოდ ხშირი კონტატქები აქვთ.

 

და თუ ავტორიტეტული შუამავლის საჭიროება არსებობდა, განა ძნელი იყო ფაშინინას საშუამავლოდ მოსკოვისათვის მიემართნა? გამოდის, ნიკოლ ფაშინიანი იმდენად სულელია, რომ თვლის - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა (მის მიმართ პატივისცემის გათვალისწინებით) უფრო ავტორიტეტულია რეჯეფ ერდოღანისთვის, ვიდრე ვლადიმერ პუტინის? სერიოზულად ფიქრობს ასე ფაშინიანი?

 

მოკლედ, ნამდვილად რთულია ამ წვრილმანი ფლიდური პოლიტიკური ნაბიჯის კომენტირება, რომლის მიხედვით, ნიკოლ ფაშინიანი თავს დიპლომატიის გენიოსად მიიჩნევს. მართალია ერთ-ერთი ჩვენი პოლიტიკოსი, რომელსაც უყვარს ხოლმე თქმა: „თუ კაცი გონებაჩლუნგია, ის უკვე მთელი სიცოცხლე ისეთი იქნება“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ