დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

პლაკატის ავტორი ვიღაც გადამთიელია, ისრაელიდან ივანიშვილის მიერ ჩამოთრეული-მიხეილ სააკაშვილი 21.09.2021 19:19

 

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც თბილისის ქუჩებში პოლიტიკური შინაარსის ბანერების გამოჩენას გამოეხმაურა და თქვა, რომ პლაკატის ავტორი  ისრაელიდან ივანიშვილის მიერ "ჩამოთრეული" ვინმე მოშე კლუგჰაფტია. 

 

"მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად დაგასიაფანდებთ.

 

არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ გიტყდებათ, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰატი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. აი ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა, მაგრად "ტეხავს“  ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და წერტილი". - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ