დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გოგონები სკოლებში რაც შეიძლება მალე დაბრუნდებიან-თალიბანის პრესპიკერი 21.09.2021 19:51

 

გოგონები სკოლებში რაც შეიძლება მალე დაბრუნდებიან, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გოგონების სკოლებში დასაბრუნებლად „უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაა საჭირო“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.

 

სააგენტო „ალ-ჯაზირა“ წერს, რომ ზაბიჰულა მუჯაჰიდის გაურკვეველმა განცხადებამ ქალებსა და გოგონებს შორის კიდევ უფრო გაამძაფრა შიში, რომ „თალიბებმა“, შესაძლოა, ის მკაცრი შეზღუდვები დააბრუნონ, რაც მათი წინა მმართველობის პერიოდში, 1990-იან წლებში მოქმედებდა, როდესაც სკოლაში სიარული ყველა ქალსა და გოგოს ეკრძალებოდა და მუშაობის უფლება მხოლოდ ქალ მედიკოსებს ჰქონდათ.

 

შეგახსენებთ, შაბათს ავღანეთის განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა მამაკაცი მასწავლებელი და მოსწავლე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა დაბრუნდეს, განცხადებაში არ არიან ნახსენები ქალები და გოგონები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ