დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, თუმცა ზოგიერთს ჩემი სიკვდილი უნდოდა-რომის პაპი ფრანცისკე 21.09.2021 22:20

 

რომის პაპმა ფრანცისკეს განცხადებით,  ეკლესიაში ზოგიერთს იმედი ჰქონდა, რომ იგი მსხვილ ნაწლავზე გაკეთებული ბოლოდროინდელი ოპერაციის შემდეგ არ გადარჩებოდა.

 

რომის პაპმა აღნიშნული კომენტარი მიმდინარე თვეს სლოვაკეთში იეზუიტთა ორდენის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

კითხვაზე, თუ როგორ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომის პაპმა უპასუხა:

ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, თუმცა ზოგიერთს ჩემი სიკვდილი უნდოდა.

 

მისი თქმით, პრელატებს შორის შეხვედრაც კი შედგა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მისი მდგომარეობა უფრო მძიმე იყო.

 

„ისინი ახალი პაპის ასარჩევად კონკლავს ამზადებდნენ. მადლობა ღმერთს, კარგად ვარ“, - განაცხადა რომის პაპმა.

 

4 ივლისს რომის პაპ ფრანცისკეს რომის საავადმყოფოში მსხვილი ნაწლავის პრობლემის სამკურნალოდ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ