დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

10 ისტორიული ფაქტი, რომელიც იმდენად აბსურდულია, გამოგონილი გეგონება 22.09.2021 19:46

 

ხშირად ისტორიის ფურცლებზე ისეთ ფაქტებსაც გადავაწყდებით, რომელთა დაჯერებაც იმ მარტივი მიზეზით შეიძლება გაგვიჭირდეს, რომ ზედმეტად კომიკურად ჟღერს.

 

სწორედ ასეთ ისტორიებს მოუყარეს თავი Reddit-ის მომხმარებლებმა და ახლა მათგან რამდენიმე შემთხვევაზე თქვენც გიამბობთ.

 

1. ახალ ზელანდიაში 2015-2016 წლებში ქვეყნის დროშის არჩევასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართა და ერთ-ერთ ვერსიად ქვემოთ მოცემული დროშა იყო წარდგენილი, რომელზეც ენდემური ფრინველი კივი თვალებიდან ლაზერს უშვებს. ამ ვიზუალს ძირითადად კომიკოსები იყენებდნენ, თუმცა მან მოსახლეობაშიც საკმაო პოპულარობა მოიპოვა

2. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდმა 1774 წლის შიმშილობისას ხალხს კარტოფილი უფასოდ დაურიგა, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ამის გამო მეფემ კარტოფილის ყანებში დაცვა დააყენა, რათა ეს ბოსტნეული ძვირფასი და ღირებული გამოჩენილიყო სხვების თვალში და მართლაც, ყანებიდან კარტოფილის მოპარვა ადამიანებმა თავად დაიწყეს. სხვათა შორის, ფრიდრიხ მეორეს "კარტოფილის მეფეც" შეარქვეს.

3. მეორე მსოფლიო ომში რუსებმა ძაღლები გაწვრთნეს, რათა მტრების ტანკების ქვეშ ბომბებით შემძვრალიყვნენ და აეფეთქებინათ (კი, ძაღლებიც იღუპებოდნენ). მათ "ანტისატანკო ძაღლებს" უწოდებდნენ, თუმცა პრაქტიკაში ერთი დიდი ხარვეზი გამოჩნდა: რუსულ ტანკებზე გავლილი წვრთნების შემდეგ ბრძოლის ველზეც გერმანელების ნაცვლად საბჭოთა ტანკები ააფეთქეს ძაღლებმა.

4. ჯეკ დენიელი ( Jack Daniel's-ის დამფუძნებელი) მაშინ დაიღუპა, როცა იმ სეიფის გახსნას ცდილობდა, სადაც ფულს ინახავდა: კოდი დაავიწყდა და გაბრაზებულმა სეიფზე ხელის მირტყმისას ინფექცია შეეჭრა

5. საფრანგეთის მეფე ლუი მესამე 882 წელს 17 წლის ასაკში იმის გამო დაიღუპა, რომ ცხენით ჯირითისას გოგოს მისდევდა და უცაბედად თავი კარის თაღს მიარტყა.
აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი მეფე არ არის საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც ამ მიზეზით დაიღუპა: 1498 წელს ჩარლზ VIII-ც კარის თაღზე თავით შეჯახების გამო გარდაიცვალა

6. ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, სალვადორსა და ჰონდურასს შორის 1969 წელს გამართული ფეხბურთის მატჩისას დაწყებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა: საომარი მოქმედებები ოთხ დღეს გაგრძელდა და ათასობით ადამიანი დაიღუპა

 

7. გადმოცემის თანახმად, ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპი თავის ხუმრობაზე სიცილის დროს მოკვდა: როცა მან დაინახა, როგორ ჭამდა თავისი ვირი ლეღვის ფოთლებს, თქვა: "მიეცით ვირს სუფთა ღვინო, რათა ჩამოირეცხოს ლეღვი" და გაუჩერებელი ხარხარი აუტყდა

8. ადრე ადამიანებს სჯეროდათ, რომ ქალის სხეული მატარებლისთვის შესაფერისი არ იყო და თუ ქალი ამ ტრანსპორტით იმგზავრებდა, მისი საშვილოსნო გაფრინდებოდა

9. მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა რეალური გეგმა, რომ ჰიტლერის საკვებში ქალის ჰორმონი ესტროგენი შეეპარებინათ, რათა ის "ნაკლებად აგრესიული" გამხდარიყო

10. ამერიკელმა ექიმმა ჯონ ჰარვი კელოგმა პირველმა გამოიგონა საუზმის ცნობილი სახეობა სიმინდის ფანტელები და საზოგადოებას ის წარუდგინა, როგორც მოზარდ ბიჭებში მასტურბაციის საწინააღმდეგო საშუალება. კელოგი მთელი ცხოვრება სხვადასხვა გზით ცდილობდა მასტურბაციის "მავნე ჩვევასთან" ბრძოლას და მათ შორის ერთ-ერთ საშუალებად სიმიდის ფანტელების ჭამა მიაჩნდა.

 

11 ყველასათვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი, რომელთაც შეუმჩნევლად  მივყავართ ჭარბწონიანობამდე! » სასარგებლო რჩევები

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ