ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალი დონე შეიძლება ფეხის ფრჩხილების ნელ ზრდაში გამოიხატოს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Daily Express იტყობინება.
როგორც ექსპერტებმა განმარტეს, ეს ეფექტი გამოწვეულია სისხლის ნაკადის შეზღუდვით. ჭარბი ქოლესტერინი ასევე შეიძლება აღინიშნოს ვარჯიშის შემდეგ კუნთების განასკვაში. სხვა გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება იყოს თმის ცვენა და ფეხების და ტერფების სიცივე.
ჭარბი ქოლესტერინი ზრდის გულ -სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი ან გულის შეტევა- გვაფრთხილებენ ექიმები.
ექიმების თქმით, აქტიური ცხოვრების წესი ჯანსაღ კვებასთან ერთად ხელს შეუწყობს სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის თავიდან აცილებას.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge