დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის-გიორგი ფხაკაძე 25.09.2021 15:11

 

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის”  პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სასიხარულო სიახლეს გვიზიარებს სინოვაკის ვაქცინით აცრილებს.

 

"საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.

 

პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები

 

შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დაჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).

დასკვნა:

 

საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო

 

საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)

 

საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი - 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)

 

მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი

 

აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე

არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული"-წერს გიორგი ფხაკაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ