"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, სამხედრო პოლიტოლოგ - ვახტანგ მაისაიას ბლოგს თებაზე: ირანის ბირთვული იარაღის ფლობის გეოსტრატეგიული ასპექტები.
ბოლო დროს, აქტუალური შეიქმნა ე.წ. „ირანი ბირთვული სტატუსის“ პრობლემა, რომელიც, უკვე 1995 წლიდან მოყოლებული გახდა უსაფრთხოების დილემა გლობალური პოლიტიკისთვის. ირანმა უკვე შეძლო დიდი სირთულეების მიუხედავად განეხორციელებინა 90%-ზე მეტი ურანიუმის გამდიდრების პროცესი და მიუახლოვდა ბირთვული ქობინების დამზადების ბოლო სტადიას. ამასთან ერთად, ირანს გააჩნია ბირთვული იარაღის გამდამტანი საშუალებებიც, „ბირთვული ტრიადის“ სამივე კომპონენტი (ბალისტიკური სარაკეტო სისტემები, წყალქვეშა ნავები და სტრატეგიული ბომბდამშენები - თუნდაც ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე). აღნიშნულთან მიმართებაში, ის კი არ არის მთავარი თემა, როდის შეიმუშაცებს ოფიციალური თეირანი „ბირთვული იარაღის“ საბოლოო ვარიანტს, არამედ ის, თუ როგორია სამხედრო-სტრატეგიული და გეოსტრატეგიული გეგმები, ანუ რა კონცეფტუალური ბაზისი არსებობს მისი გამოყენების. ამიტომაც ქვემოთ, შევეცდებით გავაანალიზოთ აღნიშნული საკითხი.
2011 წლის „არაბული გაზაფხულის“ აჯანყებიდან მოყოლებული, ირანი ჰიბრიდული ომის გზით აწარმოებს თავდასხმით ომებს, სწორედ მისი დოქტრინის ახლებური ვერსიაც შეტევითი ომების წარმოების ჰიბრიდულ მოქმედებებზეა დაყრდნობილი. აქედან გამომდინარე, მისი თავდაცვითი სტარტეგიაც დაკავშირებულია მის შეტევით ჰიბრიდულ მოქმედებებთან აშშ-ს წინააღმდეგ, რომელიც ახორციელებს მოქმედებებს ახლო აღმოსავლეთში (სამშვიდობო ოპერაციების ეგიდით). სწორედ ასეთ ტაქტიკას უპირისპირებს ირანი რეგიონში ძალების გასაძლიერებლად და პოზიციების გასამყარებლად. ირანის სამხედრო დოქტრინა არის ფუნდამეტალური პრინციპები სამხედრო საქმის წარმოებისთვის, რომელიც ეხმარება სამხედრო ხელმძღვანელობას და მოიცავს პოტენციური საფრთხის/მტრის იდენთიფიცერებას. ამის შედეგად შესაბამისი სამხედრო სტრატეგიის შემუშავებას, ამ სტრატეგიის განხორციელებას, ოპერატიულ დონეზე დამუშვებას და ტაქტიკურ დონეზე გადაცემასა და უშუალო აღსრულოებას/ სამხედრო ოპერაციებს:
ირანის სამხედრო გროსტრატეგიული თავდაცვთი დოქტრინის მიზანია:
Ø შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების განადგურება
Ø სტატეგიული თავდაცვის კომბინაცია: ხმელეთი-ზღვა-ჰაერი
Ø მოწიანააღმდეგეზე მორალური ზეგავლენის მოხდენა
ირანის სამხედრო გროსტრატეგიული თავდასხმითი დოქტრინის მიზანია:
Ø მოწინააღმდეგის განიარაღება
Ø მისი შეიარაღებული ძალების განადგურება
Ø ომის წარმოება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე (არ დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე ომის წარმოება)
Ø ჰიბრიდული ომის წარმოება
ჰიბრიდული ომი წარმოადგენს ძალაუფლების ყველა საშუალების და ინსტრუმენტის დახვეწილ შერწყმას, აერთიანებს დოქტრინულ და არადოქტრინულ რეჟიმებს, რომელიც აღებულია წარსულში არსებული ომების უმეტესობიდან, აერთიანებს წარსულსა და აწმყოს. აქ ორი ძირითადი მახასითიაბლებია მთავარი გამოსაკვეთი:
Ø პირველი არის არაკონვენციური მოქმედებებიდან, როგორიც არის (პარტიზანული, ტერორისტული, სპეცოპერაციები და ასევე არა-კინეტიკური საშუალებები მაგ. სადაზვერვო ოპერაციები ინფორმაციისა და კიბერ ომის საკითხებზე);
Ø მეორე არის მოწინააღმდეგის სუსტ წერტილზე შეტევა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰიბრიდული ომის გამოიყენება ნაცრისფერი ზონის შესაქმენელად, სადაც ერთი მხარე ცდილობს, რომ გავლენა მოიპოვოს, ხოლო მეორე -ცდილობს თავიდან აიცილოს ესკალაცია და მძიმე ანგარიშსწორება.
1980-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, ირანმა მიიღო თავდაცვითი/შემაკავებელი დოქტრინა, რომელიც ხასიათდება მაღალი გამანადგურებელი/დამაზიანებელი მაჩვენებლით. ესენია: შორ დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების განვითარება, როგორც შემაკავებელი ძალა და თავდაცვა, ძირითადად არარეგულარული ძალების მიერ ასიმეტრიულ ომში. თავდაცვის დაგეგმარების ამ პროცესში ირანი დიდ ყურადღებას აქცევდა ირან-ერაყის დროს მიღებულ გამოცდილებას. ახალი დოქტრინა მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ამ ომის წარუმატებლობის განმეორება - „ურბანისტული ომი“, რომელშიც ათასობით ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა შორ დისტანციაზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსების არ არსებობის გამო. შემუშავებული თავდაცვითი გეგმა მოიცავს ახალ დოქტრინაში მინიმუმ თანაბარ სარაკეტო ძალას, IRGC-სა და ერაყში ადგილობრივი შიიტური ძალის მობილიზებას, რომლებიც მხარს დაუჭერენ, ისლამური რესპიბლიკის დაცვის კორპუსს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge