პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში გერმანიაში მიმდინარე არჩევნებს ეხმიანება:
"გერმანია ცვლილებების მოლოდინში - წინასწარი მონაცემებით, ბუნდესტაგის არჩევნებში გერმანიას სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 25,7%-ით გაიმარჯვა (კანცლერობის კანდიდატი - ოლაფ შოლცი), ხოლო ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირების ბლოკი (კანცლერობის კანდიდატი - არმინ ლაშეტი) დამარცხდა (24,1%-ით).
იმედების გაცრუება აღიარა "მწვანეთა" ლიდერმა - ლამაზმანმა ანალენა ბერბოკმაც (14,8%).
შექმნიან თუ არა ერთპარტიულ მთავრობას სოციალ-დემოკრატები, რაც მათ ძალიან სურდათ? ვერ შექმნიან.
შეიცვლება თუ არა გერმანიის პოლიტიკა ნატოში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით? ეს, სავარაუდოდ, კოალიციურ მთავრობაზე იქნება დამოკიდებული.
ამას მინიმუმ ერთ თვეში ვნახავთ - ბუნდესტაგის ახალი შემადგენლობა მუშაობას 26 ოქტომბერს დაიწყებს და კანცლერსაც დაამტკიცებს,"- წერს სიმონ კილაძე.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge