ოპოზიციას მეორე ტურში გადასვლა გამარჯვება ჰგონია? გპირდებით ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტსა და ოლქში დამაჯერებლად დაგამარცხებთ! - წერს „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
„ოპოზიციას მეორე ტურში გადასვლა გამარჯვება ჰგონია? 2016 წელს 73 ოლქიდან 50-ში ანუ 68%-ში იყო მეორე ტური, 2020 წელს 30 ოლქიდან 17-ში ანუ 56%-ში იყო მეორე ტური და არჩევნების შედეგები იმედია, გახსოვთ 2021 წელს, 30 ოქტომბერს 64 მუნიციპალიტეტიდან 20-ში ანუ 31%-ში იქნება მეორე ტური და გპირდებით ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტსა და ოლქში დამაჯერებლად დაგამარცხებთ!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის გვერდზე.
ცესკოს განახლებული მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46.65% მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 30.7%
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge