დღე: 20

ღამე: 14

USD 2.7203

EUR 3.2029

"ყარსის ხელშეკრულების "რესტარტისათვის“ ყველაფერი მზადაა"- უცხოური პრესა 12.10.2021 16:31

სომხური გამოცემა „ლრაგირი“ («Լրագիր») ირაკლი ღარიბაშვილის ერევანში ვიზიტს ეხმარება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრა ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ: ყარსის ხელშეკრულების „რესტარტისათვის“ ყველაფერი მზადაა“ (ავტორი - ნაირა აირუმიანი).

 

ბოლო დროს საქართველო აგრძელებს თავის აქტიურობას აზერბაიჯანთან და სომხეთთან: ბათუმში მომხდარი უბედურებისა და საერთოდ, ქვეყანაში შექმნილი რთული საშინაო პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაინც უკიდურესად საჭიროდ ჩათვალა ერევანში ჩამოსულიყო, რათა „თავისი საათი ფაშინიანის საათთან გაესწორებინა“ - დღის წესრიგშია სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფნების საკითხი - ერთი მხრივ, თურქეთიდან ნახჩივნის გავლით აზერბაიჯანისა და საქართველოსკენ და მეორე - ბაქოდან თბილისის გავლით, ყარსისაკენ.

 

საინტერესოა, რომ ქართველი პრემიერის შაბათის ვიზიტის შემდეგ გაცხადდა, რომ 12 აპრილს მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკება გაიმართება. ეს ყველაფერი ხდება საქართველოს უარის ფონზე, რომლის მიხედვით, თბილისი მონაწილეობას არ მიიღებს კავკასიური პლატფორმის „სამი პლუს სამის“ („3+3“) რეალიზებაში, რადგან მასში ოკუპანტი რუსეთიც მონაწილეობს. ამასთან, თბილისს აინტერესებს, მართლაც ნებაყოფლობით გახსნის თუ არა ერევანი „ზანგეზურის დერეფანს“, რომელიც თურქეთს რუსეთის მიმართულებით ტვირთების გადასაზიდად სჭირდება.

 

ერევნის თანხმობა რომ არ არსებობდეს, განა ფაშინიანი პუტინს შეხვდებოდა? თანაც მათი შეხვედრა როგორ თარიღს ემთხვევა - ყარსის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინა დღეს.

 

უეჭველია, რომ სომხეთის სამხრეთი ნაწილი,რუსეთის ზეწოლით, აზერბაიჯანს „ტყვიის გაუსროლელად“ ჩაბარდება. ყველაფერი მზადაა გეოპოლიტიკური საზღვრების შესაცვლელად და ყარსის ხელშეკრულების „რესტარტისათვის“.


წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ