დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი 13.10.2021 10:48

ვერძი

იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული. დაკავდით თქვენი საქმეებით, მეტი გაგებით მოეკიდეთ ოჯახის წევრებს.

 

კურო

ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად კარგი დღეა. შესაძლოა უფროსისგან შექებაც დაიმსახუროთ. აკონტროლეთ ხარჯები.

 

ტყუპები

როგორც საქმიან ასევე პირად -სასიყვარულო სფეროში დღეს გიმართლებთ. ყურადღების ცენტრში ხართ, დაგეგმეთ დღე ისე, რომ სამსახურში თუ თქვენს საყვარელ ადამიანთან თქვენი ღირსება წარმოაჩინოთ.

 

კირჩხიბი

შემოქმედებითი კირჩხიბებისთვის მეტად წარმატებული დღეა. აი საბუთებთან დაკავშირებით მეტი ყურადღება გმართებთ.

 

ლომი

გახალისდით, ერთადერთი რაც გაკლიათ ეს მზის ენერგიაა. მშვენიერი დღეა ნებისმიერი აქტივობისთვის. მნიშვნელოვანი შენაძენები ჯობია 22 რიცხვის მერე დაგეგმოთ.

 

ქალწული

ნუ აჩქარდებით. ძალიან მნიშვნელოვანია საღი აზრი და ანალიზი. საბუთებთან და მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გმართებთ.

 

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ისეირნეთ. იყავით მეტად პრაქტიკული. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც გარკვეული ემოციური კავშირი გქონდათ ახლო წარსულში.

 

მორიელი

იყავით მეტად პოზიტიური, ეცადეთ მეტი ფერები შეიტანოთ თქვენს ხედვაში. დაიხარჯეთ შემოქმედებითად. დღე კარგია ფინანსური საკითხების წარმოებისთვის.

 

მშვილდოსანი

პოზიტიური დღეა თქვენთვის, როგორ პირადი საკითხებისთვის, ასევე ფინანსური კუთხით. ზომიერი იყავით ახალ გაცნობილ ადამიანებთან.

 

თხის რქა

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ცვლილებებისგან. მიჰყევით თქვენს საქმეებს, ეცადეთ დღე გაიხალისოთ.

 

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. იყავით ღია ურთიერთობებისთვის. თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენზე უსიამოვნო შეგრძნებას იწვევენ.

 

თევზები

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. იყავით მიმტევებელი, მაგრამ ამავე დროს თქვენი პოზიციები არ დათმოთ თუ ეს კონკრეტულ საქმეს ეხება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ