დღე: 26

ღამე: 17

USD 2.6069

EUR 2.8053

"მიეცით ლოცვა-კურთხევა ერთხელ და სამუდამოდ თავი დაანებოს ჩვენი ქვეყნის რყევას!" - ვატო შაქარაშვილი მეუფე ნიკოლოზს 13.10.2021 14:53

მეუფე ნიკოლოზს ვუსმინე უცნობთან…

 

კოტე ყუბანეიშვილის, მაია ორჯონიკიძის და კიდევ ბევრისგან არ გაგიკვირდება, სერიოზულადაც კი არ მიიღებ, გაგეცინება და გაატარებ… მაგრამ ეპისკოპოსისგან მძიმე მოსასმენი იყო, უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი დამნაშავის - სააკაშვილის გათეთრების ძალიან გამაღიზიანებელი ტექსტები…, - წერს საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

"მიტევებაზე და შეწყალებაზე რომ ლაპარაკობთ მეუფეო, მიტევება აღსარებით და სინანულით იწყება! სხვანაირად ეს არ ხდება არც ეკლესიაში და არც ნემისმიერ ადამიანურ ურთიერთობაში.

 

სააკაშვილი და სინანული ეს ისეთივე შეუთავსებელია, როგორც შავი თოვლი…

 

სააკაშვილი როგორც ინდივიდი და ასევე როგორც სინდრომი, კრებსითი სახელი მთელი იმ რეჟიმისა, დღემდე ერთადერთ მიზანს ისახავს - ძალაუფლების დაბრუნება! იმ შეუზღუდავი ძალაუფლების აღდგენა, რომლითაც მის ერთ სიტყვას შეეძლო ოჯახების განადგურება; ახალგაზრდების ქუჩაში დახვრეტა; უდანაშაულოს დამნაშავედ გამოცხადება; კეთილსინდისიერი შრომით შექმნილი ბიზნესის წართმევა; პირად “მტრებზე” სისხლიანი შურისძიება; გმირის მოღალატედ შერაცხვა; სასამართლოს დამონება; ბიუჯეტის ხარჯზე ვნებების დაკმაყოფილება; ფულზე და ძალაუფლებაზე ქვეყნის ტერიტორიების გაცვლა; წაგებული ომის გამარჯვებად გასაღება; ყველას ტელეფონში და საძინებელში მიყურადება/თვალთვალი; განსხვავებული პოლიტიკური აზრის ჩახშობა; თავისუფალი მედიების ძალადობით მითვისება; მშვიდობიანი მიტინგების სასტიკი დარბევა და შემდეგ სისხლიან მოედანზე ტაშ-ფანდური;

 

პატიმრების წამება ჯერ არნახული სასტიკი მეთოდებით და ა.შ და ა.შ…

 

სამწუხაროდ ქართული ოცნების უსუსურობით მას დღემდე აქვს ძალაუფლების მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომლებსაც კეთილი საქმისთვის, აღსარებისა და სინანულისთვის კი არ იყენებს, არამედ რევანშისთვის! მის ხელშია ზონდერმედიები, საიდაც ყოველდღიურად ძალადობს მოსახლეობაზე; მას აქვს მოპარული ფული, რომლითაც უწყვეტად აფინანსებს არეულობებს და იწვევს ქვეყნის დესტაბილიზაციას…

 

ასე რომ უმჯობესი იქნება სააკაშვილს მოუწოდოთ სინანულისკენ და შეუსაბამოდ მცირე სასჯელის გააზრებულად ტარებისკენ! მიეცით ლოცვა-კურთხევა ერთხელ და სამუდამოდ თავი დაანებოს ჩვენი ქვეყნის რყევას!" - წერს შაქარიშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ