სააკაშვილმა იცის, რას აკეთებს - აკაკი მინაშვილი

აქციის მთავარი გზავნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან ეს არის გზა ქვეყანაში ცვლილებების განხორციელების, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი. 

მისივე თქმით, აქციაზე სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად ბევრი ადამიანი შეიკრიბება.

„ხედავთ საერთაშორისო რეაქციას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. პოზიცია არის ერთსულოვანი ყველა ჩვენს მეგობარში, დასავლური სამყაროს წარმომადგენლებში – ეს არის პოლიტიკური დევნა და უნდა შეწყდეს. ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არ აქვს პერსპექტივა ევროპული განვითარების, დასავლური განვითარების და ქვეყანაში აუცილებელია სწრაფი ცვლილება, რათა საქართველოს გაუჩნდეს შანსი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების.

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი თავისუფლება შესწირა ქვეყნის თავისუფლებას, ქვეყნის განვითარებას. არავითარი დათქმები არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ყველასათვის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ამ ქვეყნისთვის. ის არის პოლიტიკური პატიმარი, უკანონოდ დაპატიმრებული.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ფიქრობდეს ქვეყანაზე, ფიქრობს საკუთარ პირად ინტერესებზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ეს არის მთელი დასავლური სამყაროს პოზიცია. როცა ლაპარაკობთ გირგვლიანის საქმეზე, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ თუ დავა არის გირგვლიანის საქმეზე, ამ საქმის მოსამართლეები დღეს არიან იმ კლანის წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს ახორციელებენ ქართულ სასამართლოში. არ დავიწყებ წულუკიანის პოზიციების შეფასებას, მგონი ყველა საღი აზრის ადამიანი ხვდება, რომ როდესაც 12 დღე ადამიანი შიმშილობს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ეს შიმშილობა არ არის პირადი მიზნებისათვის შიმშილობა, არამედ არის ქვეყნის მიზნებისთვის. მიხეილ სააკაშვილმა იცის, რასაც აკეთებს. ეს არის თავგანწირვა, ბრძოლა, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს, ქვეყანას გაუჩნდეს შანსი განვითარების. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ ეშინია ხელისუფლებას. გახსოვთ, განცხადებები ჩამოსვლამდე, როგორ ამბობდნენ, რომ სააკაშვილი წარდგება სასამართლოს წინაშე. გავიდა 12 დღე და მათ ეშინიათ სააკაშვილი წარადგინონ სასამართლოზე. მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლის.

დამერწმუნეთ, ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება, რადგან ამ დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს მატულობდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოვიდეს ამ აქციაზე და დააფიქსიროს თავისი სამოქალაქო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში აუცილებელია სწრაფი ცვლილებები, ხელისუფლების შეცვლა. იმ ხელისუფლების, რომელიც არის ჩაფლული კრიმინალში, კორუფციაში და მიხეილ სააკაშვილი არის ამ ბრძოლის და გამარჯვების განსახიერება. ეს აქცია ემსახურება სააკაშვილის გათავისუფლებას, ქვეყნის გათავისუფლებას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა აქციაზე მისვლაზე უარი განაცხადა, მინაშვილი ამბობს, რომ მათ არ ეთანხმება.

„მათ უნდა ჰკითხოთ, რომ არ უერთდებიან. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მოსვლის სურვილი. ხვალ შეგიძლიათ ნახოთ, უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა იქნება. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს არ ვეთანხმები, თუმცა ამავე დროს მათ განაცხადეს, რომ ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღონ. ეს აქცია ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ქვეყნის ინტერესები არის ქვეყნის გათავისუფლება „ქართული ოცნებისგან“. ქვეყნის ინტერესებშია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს პოლიტპატიმარი. ის ძალიან მალე უნდა გამოვიდეს, ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სახელმწიფოს, მოქალაქეების ინტერესები. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ის. ძალიან ბევრ ადამიანს არ ეგონა,რომ ჩამოვიდოდა. ბევრს ეგონა, იქნებოდა უკრაინაში მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ჩამოვიდა, არის ძალიან მხნედ, მიუხედავად შიმშილობისა, ის ბრძოლის, გამარჯვების განსახიერებაა“, – განაცხადა  აკაკი მინაშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 

 
 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019