დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი - სააკაშვილი 13.10.2021 22:11

 ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს, - აცხადებს საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

 სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოსასვლელად დიდი ხანი ემზადებოდა.

 

"ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, ყველაფერი არ განვითარდა ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ეს არ იყო ბიზნეს კლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც მედიაში აღწერენ, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, მას უკრაინის მსგავსად საქართველოში ხმაურიანი დაბრუნება არ უნდოდა, რადგან ამას შეიძლება „აფეთქება, გასროლა, ჟლეტა“ მოჰყოლოდა.

 

"იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან მარტივი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი, ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი, ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 ჟურნალისტის შეკითხვაზე, რისი ნახვა მოასწარო და სად იყო, სააკაშვილი პასუხობს, რომ ის იყო რამდენიმე ქალაქში.

 

 მისი თქმით, ვიდეოს გასაჯაროვების შემდეგ, იცოდა, რომ სწრაფად მიაგნებდნენ „იმიტომ რომ ყველაზე ბევრი კამერა სწორედ იმ ადგილში დგას, სადაც ვიდეოებს ვიღებდი“.

 

 „ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი“, - ამბობს სააკაშვილი.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ