დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

განა, პრეზიდენტ სააკაშვილს არ შეეძლო დაეჭირა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე?! - თინა ბოკუჩავა 14.10.2021 00:01

"ქვეყნის სიცხვილია, რომ პრეზიდენტი იმყოფება ციხეში", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერის" ეთერში.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს, ბევრი მიზეზის გამო, თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის დაჭერა შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა.

 

"განა, პრეზიდენტს სააკაშვილს არ შეეძლო დაეჭირა პეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე?! ჩვენ ყველამ გამოვიარეთ 90-იანი წლები და გვახსოვს ის განუკითხაობა, რომელიც ახლდა ამ პერიოდს საქართველოს ისტორიისას, სამწუხაროდ. ამიტომ, ძალიან ბევრი მიზეზის გამო და არ მურუსიძე-ჩინჩალაძისა და ივანიშვილის მონურ მორჩილებაში მყოფი ვითომ მოსამართლეების მიერ, არამედ, დამერწმუნეთ, მათ შორის, საერთაშორისო, მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის მქონე მოსამართლეების მიერ წარმართულ სამართლებრივ პროცესში, შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ შევარდნაძისთვის მრავაწლიანი პატიმრობის მისჯა, მაგრამ ეს არ გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ეს არ გააკეთა იმდროინდელმა მთავრობამ. თუ ნახავთ მის კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით, ეს არ გააკეთა იმიტომ, რომ მას ჰქონდა და აქვს ეროვნული ღირსების განცდა. სირცხვილია, ქვეყნის სიცხვილია, რომ პეზიდენტი იმყოფება ციხეში", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ