დღე: 30

ღამე: 20

USD 2.7181

EUR 3.1875

"სააკაშვილის ეს „თვითიდენტიფიკაცია“ მისი პიროვნული „მეს“ მორიგი იმიტაციაა" 14.10.2021 11:33

ცხადია, სააკაშვილის ეს „თვითიდენტიფიკაცია“ მისი პიროვნული „მეს“ მორიგი იმიტაციაა, რასაც ეს შლეგი გამუდმებით ეწევა. შლეგიანი იმიტომაცაა, რომ სწორედაც „თვითიდენტიფიკაციაში“ ჭედავს, ადრეული ბავშვობიდანვე საკუთარი თავი დაუკარგავს და ვერასდროს პოულობს; სწორედაც ამიტომ, მისი ხასიათის ფუნდამენტური თვისება - თვითიმიტაციაა, რასაც ყოველთვის გარეშე სუბიექტი, პუბლიკა, მაყურებელი სჭირდება, რათა ეს თვითიმიტირებული „მე“ სხვის წინაშე რაც შეიძლება შთამბეჭდავად დემონსტრირდეს, „გაცოცხლდეს“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

 

"ეს შლეგი ყოველთვის ცდილობს გარშემომყოფთა არა მხოლოდ ყურადღების მიპყრობას, არამედ დაპყრობას და სადაც არის, ანდა სადაც არც არის - მოვლენათა ცენტრში ადგილის დაკავებას; ამითი აიხსნება, რომ საკუთარი ექსცენტრულობით ყოველთვის „წარუშლელ შთაბეჭდილებას“ ახდენს, როგორც იტყვიან - დაცენტრავს ხოლმე ყველას;

 

რასაკვირველია, ამ შლეგიანობის მკურნალობის ერთ-ერთი, სავარაუდოდ ეფექტიანი, მეთოდი - იზოლაციაა; მას არ უნდა ჰყავდეს პუბლიკა, რათა სხვების დაცენტვრას შეეშვასა და იქნება, სკუთარ „მე“-სთან კონტაქტიც იპოვოს, თვითიმიტირებას თავი ანებოს და ცოტა აზრზე მოვიდეს.

 

გარკვეული პოზიტივია ის, რომ სიმარტოვე საკანმა, ეტყობა მაინც იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ასვენებენ, თვითიზოლაციის საშუალებას არ აძლევენ და დღეში უამრავი მნახველი ჰყავს; მაგრამ, როგორცა ჩანს, რაღაცა მომენტში მაინც მარტო დარჩა. მიიხედა, მოიხედა და რომ ვერავინ ნახა, ვისზეც „შთაბეჭდილებას მოახდენდა“, ე.ი. თავისებურად დაცენტრავდა, ადგა და საკუთარ თავს დაუსვა კითხვა - „ბოლოსა და ბოლოს ვინ ვარ მე?“

 

მაგრამ...ვაგლახ! საქმე ამაზე იქით არ წასულა და ისევ, ჯერ საკუთარი თავი დაიცენტრა, ანუ თვითდაცენტვრის, ე.ი. თვითიმიტირების და არა თვითიდენტიფიკაციის, აქტი ჩაიდინა და მერე, კვლავ სხვათა დაცენტვრასაც შეეცადა, როგორცა სჩვევია. ანუ ციხიდან გამოგვიცხადა, „თვითიდენტიფიკაცია“ მოვახდინე და გაუწყებთ - „მე მიშა არა ვარ, ზვიადი ვარო!“

 

ასეთი „თვითიდენტიფიკაცია“ ნიშანდობლივი სიმპთომია, რაც მის მძიმე დიაგნოზზე მეტყველებს. იმედია, ციხის ადმინისტრაცია მას ბოლოსა და ბოლოს იზოლაციის საშუალებას მისცემს, რაც კარგი თერაპია იქნება. თუმცა, ეშველება თუ არა იზოლაციით, ზუსტად არავინ იცის.

 

მიშა მიშად, მაგრამ ამ დაცენტრილ პუბლიკას, ანუ - ბრბოს, რომელმაც მიშას „თვითიდენტიფიკაცია“ აიტაცა და ახლა გაჰყვირის - „ეგ მიშა კი არა, მართლაც ზვიადიაო!“, რასაკვირველია, არც არასდროს არც არაფერი ეშველება!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ