დღე: 36

ღამე: 20

USD 2.7149

EUR 3.1737

როდესაც ამ თანამიმდევრობასაც უკუღმად უდგებით, ფარისევლურად - მტრებს მისტირით, უფალი რომ "გიყვართ", სიტყვაზე გენდოთ? 14.10.2021 13:03

დღეს ჩემს მცხეთას, ძეგვს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებლური, ეროვნული და ისტორიული დღესასწაული აქვს, რომლის მნიშვნელობის დაჩრდილვას ვერ მოახდენს ჩვენი დედა-ეკლესიის, ერისა და ისტორიის დაუძინებელი მტერი. სწორედ სატანისტურ ტრადიციებში შედის უკუღმა გამოსახული ჯვარი, "ანტიმესა" - როდესაც თავის მსახურებისას ლიტურგიკულ ტექსტებსაც უკუღმად კითხულობენ და როდესაც ქრისტიანულ დღესასწაულებს უპირისპირებენ ანტიქრისტიანულ კრებებსა და ღრეობებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

"ეს ყოვლად გაუკუღმართებული არსი და ეროვნულობის გენმოდიფიცირება - წარმოადგენს ამ ქართველობა/გამოშიგნული მასების ძირითად ნიშანთვისებას. დღევანდელი დღისათვის, მცხეთის რაიონის მოსახლეობა ძირითადად ასრულებდა რთველის სამუშაოებს, დილიდან სავედრებელად სანთელს დაუნთებდა ღვთისმშობლის საფარველსა და სვეტიცხოველს, ხოლო დღის მეორე ნახევარში - დედა მარიამის წილხვედრობის სადღეგრძელოს წარმოთქვამდა, ქართველების სისხლითა და მეწამეობრიობით გაჟღენთილი წმინდა დიდგორის შემოგარენში.


საინტერესოა, დღევანდელ დღეს მეუფენი: იოსები, გრიგოლ ფოთელი, ნიკოლოზი, მელქისედექი, პეტრე...მამანი - ზაზა, ილია, თამაზი - წირვას და დღესასწაულის შემდგომ საზეიმო ტრაპეზს დაესწრებიან, თუ რუსთაველზე დაგეგმილ "ანტიმესას" და მის ღრეობას დაუთმობენ? დღეს "ბნელებად" რომ გვთვლიან და საკუთარი "პრადვინუტობის" გადასახედიდან განმარტებით სახარებაში ჭკუას რომ გვასწავლიან - კარგად გვაქვს წაკითხული! სიყვარულის უფალი გვასწავლის, ჯერ უფლის მიმართ გვქონდეს ეს ღვთაებრივი გრძნობა, შემდეგ - მოყვასის და მათ შორის - მტრების მიმართაც კი. როდესაც ამ თანამიმდევრობასაც უკუღმად უდგებით, ფარისევლურად - მტრებს მისტირით, მაშინ როდესაც მათ მიერ შეურაცხყოფილი მოყვასი არც გახსოვდათ, უფალი რომ "გიყვართ", სიტყვაზე გენდოთ?"- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ