დღე: 20

ღამე: 14

USD 2.7203

EUR 3.2029

COVID-19-ით სიკვდილიანობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - ჯანმო-ს ხელმძღვანელი 14.10.2021 13:23

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახლა მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მთელი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს მიაღწია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

 

”COVID-19-ით ყოველკვირეული გარდაცვალების რიცხვი კვლავ მცირდება და ახლა ყველაზე დაბალი დონეა თითქმის ერთი წლის განმავლობაში. მაგრამ ეს მაინც მიუღებლად მაღალი დონეა - კვირაში თითქმის 50 ათასი გარდაცვალების შემთხვევა, ხოლო რეალური რიცხვი რა თქმა უნდა უფრო მაღალია”, - განაცხადა მან.

 

გებრეისუსმა აღნიშნა, რომ სიკვდილიანობა მცირდება ყველა რეგიონში, გარდა ევროპისა, სადაც ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსის ახალი ტალღა იწყება.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია იმ ქვეყნებში, რომლებსაც ყველაზე ნაკლები წვდომა აქვთ ვაქცინებზე. ჯანმო-ს მონაცემებით, 56 ქვეყანას  მოსახლეობის 10%-იც კი არ ჰყავს ვაქცინირებული. ამ ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა აფრიკაში მდებარეობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ