დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სახელწოდებით „ქანდაკება კოვიდ-19 პანდემიის დროს“ თანამედროვე ქანდაკების გამოფენა-ფორუმი გაიმართება 15.10.2021 16:02

კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ 15 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა-ფორუმი გაიმართება, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

 

პროექტის სახელწოდებაა „ქანდაკება კოვიდ-19 პანდემიის დროს“, რომელიც თბილისის არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიება ქართველი მოქანდაკისა და ფერმწერის მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას მიეძღვნება.

 

გამოფენის ძირითადი თემაა პანდემიის დროს შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც წინასწარ გამოცხადებული კონკურსის გზით შეირჩა. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 50 მოქანდაკე. ღონისძიების ბოლოს გამოვლინდება 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 22 მონაწილე, რომლებსაც დიპლომები გადაეცემათ.

 

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია პანდემიის პირობებში აღნიშნულ დარგში მოღვაწე ხელოვანების დახმარება. აღნიშნულ ფორუმზე დარგში არსებულ პრობლემებს განიხილავენ და განისაზღვრება ქანდაკების მომავალი განვითარებისთვის საჭირო ქმედებები. ასევე მოეწყობა სამეცნიერო დისკუსია ქართული ქანდაკების ისტორიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას თავად ხელოვანებიც მიიღებენ.

 

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი პარტნიორია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ