დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ეს არის იმ ე.წ. "შავი გლობალიზაციის" გარდაუვალი შედეგი"- დავით ქართველიშვილი 17.10.2021 11:36

ჩემო საყვარელო ქართველებო, ტყუილად ნუ იშლით ნერვებს, ნუ იცლებით ენერგეტიკულად იმაზე, რასაც ზოგადად გენმოდიფიცირებული არსებები ჰქვია. თითქოს ოდესღაც ქართველებმა, თითქოს ოჯახებში დაბადებულმა/გაზრდილებმა, თითქოს მონათლულებმაც კი - "გენეტიკურ" დონეზე დღეს მუტაცია განიცადეს და მათი შემობრუნება ან მათთან ერთიან ეროვნულ სუბსტანციაში შერწყმა სამწუხაროდ უკვე გამორიცხულია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავთ ქართველიშვილი წერს.

 

"ეს არის იმ ე.წ. "შავი გლობალიზაციის" გარდაუვალი შედეგი, ეს არის ადამიანისგან უფლის ხატისა და მსგავსების განდევნის მცდელობა და ამ გზით "ახალი არსებების" ჩამოყალიბება, რომლებმაც "მეორე ჟამის ადამიანთა" უნიფიცირებული რიგები უნდა შეავსონ სრულიად პლანეტარული მასშტაბით.

 

ამ პროცესის პირველმა ტალღამ უკვე გადაუარა კაცობრიობას. ჩვენთან კი ეტაკება მათთვის გაუგებარ წინააღმდეგობას და მიუღებლობას. მაგრამ სწორედ აქ, საქართველოში წაბორძიკდება ამ ახალი მოდგმის კაცობრიობის ბელადი, ანტიქრისტეს სახით, და სწორედ აქ ვერ იზეიმებს და საბოლოოდ დამარცხდება. ეს ვიცით და ეს გარდაუვალია. და რასაც ვაკეთებთ - სწორია და ღვთივკურთხეული.

 

აწი მოგვიწევს ამ გარდაუვალ ბრძოლაში და ამ არსებებთან წინააღმდეგობაში სამწუხარო თანაცხოვრება - სწორედ ასე ითარგმნება ფრანგულიდან ჩვენთვის ეს საზიზღარი პროცესი "კოაბიტაცია". და როდესაც კითხულობენ, თუ როდის დასრულდება იგი, პასუხიც სამწუხაროა - ფართო გაგებით, აღარასოდეს. და ამაში ვერც ერთ ხელისუფლებას ვერ დაადანაშაულებ - წერილ იყო და სრულდება.

 

იმ წინასწარმეტყველებაში, რომელიც აუცილებლად აღსრულდება - ჩვენ უკვე შესულები ვართ. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, სადაც ერების გენმოდიფიცირება ჩვეულებად გადაიქცევა, იბერიაში ეს დაუსრულებელ ბრძოლის ველად უნდა აღვიქვათ. თუ რა თქმა უნდა ინდივიდუალური გადარჩენის გზით - საქართველო გვინდა მივიყვანოთ იმ დღემდე, სადაც და როდესაც ანტიქრისტე აქ ტახტს ვერ დაიდგამს და იბერია გაბრწყინდება. მესმის რომ ძნელია, მაგრამ სხვანაირად აქ, ამ ქვეყანაში უკვე აღარასდროს აღარ იქნება..."- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ