დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ - ბიძინა კულუმბეგოვი 17.10.2021 17:42

სინოფარმითა და სინოვაკით აცრილებს სამედიცინო ჩვენებით ბუსტერი ჯერ არ სჭირდებათ,- ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა მოქალაქეებს მიმართა. 

 

მისი თქმით, ვაქცინის "ფაიზერით" ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ მოგზაურობაა. 

 

"დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!!


როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება. ეხლა მთავარია ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ