დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

არჩევნებისთვის უნდა იყოს მშვიდი და წყნარი გარემო - კელი დეგნანი 17.10.2021 20:51

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის, განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი პარტიებს შორის ურთიერთდაპირისპირების და თავდასხმების ნაცვლად, ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გამახვილდეს.

 

მისივე თქმით, არჩევნებისთვის მშვიდი და წყნარი გარემო უნდა იყოს.

 

“ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი კომენტარი გავაკეთო იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ. მთავარი არის ის, რომ არჩევნებისთვის უნდა იყოს მშვიდი და წყნარი გარემო, სადაც ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა თავისი აზრი მშვიდად, მშვიდობიან გარემოში გამოხატონ, განახორციელონ ინფორმირებული არჩევანი. განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი უნდა იყოს გადატანილი კონკრეტულ საკითხებზე რაც ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანია და არა ურთიერთდაპირისპირებაზე და ერთმანეთზე თავდასხმაზე, რა თქმა უნდა, ადგილი არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის ძალადობას“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ