დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"თურმე უნდა მივუტევოთ სააკაშვილს, რათა მერე იგი ტაიფუნად, ცუნამად დაგვატყდეს თავს" 18.10.2021 12:37

„პოლიტიკური პოლარიზაცია“ უკვე ფუნდამენტური განხეთქილების სახეს იღებს, როცა შერიგება ან მორიგება შეუძლებელია და საკითხი ასე დგას: ვინ-ვის. ამ დროს „მიტევებაზე“ საუბარი აბსოლუტურად უადგილოა და სრული სისულელე,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

 

"თურმე უნდა მივუტევოთ სააკაშვილს, რათა მერე იგი ტაიფუნად, ცუნამად დაგვატყდეს თავს! ესაა მთელი ის „ლოგიკა“, რაც ოდენ ბრბოს და არავითარ შემთხვევაში - საკუთარი თავის პატივისმცემელ ხალხს, სამართლიანობად და სამართლად წარმოუდგენია! სწორედ ეს მიუთითებს, რომ ძირეული განხეთქილება გვაქვს ცნობიერსა და არაცნობიერს, გონიერებასა და უგუნურობას, სამართლიანობასა და უსამართლობას, სინდისსა და უსინდისობას და სხვ. და ა.შ. შორის. საბოლოო ჯამში, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, განხეთქილებაა სჯულსა და უსჯულოებას შორის. ეს ყველა დროსა და ნებისმიერ ქვეყანაში - შეურიგებელი განხეთქილება გახლავთ და ამ დროს, სხვა რამ გამოსავალი, გარდა სახელმწიფოსა და სამართლის მიერ უსჯულოების შეკავების, მეტიც - აღკვეთისა, უბრალოდ, არ არსებობს! ეს კი ამასაც ნიშნავს - „რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწს არ შევეკარი ზავითა“, ანუ - უსჯულებასთან არც შერიგება და არც მორიგება, არასდროს, არც ერთი გარემოებისას, არც ერთი პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ შეიძლება! და როგორც გახარია იტყოდა: წერტილი.

 

სინამდვილეში, არა დრამატული, არამედ ისევ ეს ტრაგიკომიკური სცენარი გვაქვს: არა მხოლოდ პოლიტიკური განხეთქილება პარტიებს შორის, არამედ მივიღეთ ხალხსა და ბრბოს შორის განხეთქილება; ტრაგიკომიკურობის სადემონსტრაციოდ, მაგ. ბუღაძე - სააკაშვილის მხარდამჭერ ბრბოს (მათი „ხალხად“ მიჩნევა - დღითიდღე სულ უფრო შეუძლებელი ხდება!) გამხმოვანებელია და ტაიფუნს ნატრულობს, სააკაშვილის გათავისუფლებით - ცუნამის გამოწვევა სურს. მაგრამ ვაი მას, რადგან „მგზნებარე რევოლუციონერის“ როლში ეს უბადრუკი „ინტელიგენტი“ (რასაც მისივე იდეური მამა - ლენინი, „გავნოს“ უწოდებდა!) ოდენ ტაკიმასხარად გამოიყურება. ცოტა იმასაც ჰგავს, მარკ ტვენს რომ აქვს აღწერილი „უფლისწულსა და მათხოვარში“: წინდების გახდით ქარიშხალის გამოწვევას; ბუღაძესაც, თუკი ტაიფუნი სურს, ასე უნდა მოიქცეს, ეს რიტუალი დაიცვას - არა მხოლოდ მგზნებარე შელოცვა წარმოთქვას, არამედ სცენაზე უნდა დაჯდეს და სააკაშვილის სახელზე წინდები გაიხადოს! ოღონდ ესეც არის - იმ დალოცვილ დროში, როცა ბრბოს ჯერ ისევ სჯეროდა, წინდების გახდითა და სატანისტური შელოცვით ქარიშხალი ამოვარდებაო, სასჯელად ამ უსჯულო ჯადოქრობისათვის - ზეთში ცოცხლად მოხარშვა გახლდათ; დღეს ბუღაძე ზეთში რომც მოხარშო, იგივე წინდებიანი, მაგრამ მაინც - უმი, სირი იქნება;

 

საერთოდაც, ბრბოს გამხმოვანებელთა საზოგადოებრივ გაკიცხვასაც კი, სასჯელზე, რასაკვირველია, დემოკრატიაში - საუბარი ზედმეტია, არავითარი აზრი არა აქვს. ტაკიმასხარა მასხრად აგდებით უნდა მოკლა. მეტი არც არაფრის ღირსი არ არის!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ