დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"როცა ასეთ მიზანს ისახავს ხელისუფლება, უმძიმესად ასრულებს!" - ხათუნა სამნიძე 18.10.2021 14:14

სანამ ბიუროს სხდომაზე ვცდილობდით, რომ ვითომ "ალმას" და სინამდვილეში "ოცნების" ინიციატივა ცენზურის მცდელობაზე დაჩქარებულად მაინც არ დამტკიცებულიყო, ოცნების ოფიციალურ გვერდზე ახალი "შედევრი" გამოაქვეყნა მმართველმა ძალამ თავისი მმართველობის მესამე ვადაში! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელი, ხათუნა სამნიძე წერს.

 

"ისე გულმხურვალედ მიმტკიცებდნენ ბიუროზე - ჩვენ სიძულვილის და დაპირისპირების შეწყვეტა გვინდაო, თითქოს ვინმე უშლიდეს ან კანონი თუ არ აუკრძალავს, ისე თავისით მონტაჟდება ეს უნიჭობები


არ შეგიძლიათ თქვენ სიძულვილის გარეშე, მოკვდებით ზიზღი რომ არ აფრქვიოთ და კანონებს მაინც შეეშვით! ტვინიც დაატანეთ, როცა რაიმე სლოგანზე მსჯელობთ, დამთავრება არ გამოდისო, ნუთუ არცერთმა არ თქვით, ისეთი შეშინებული ხართ?  


არც "გაფარჩაკება" გამოდის და არც "დამთავრება"! როცა ასეთ მიზანს ისახავს ხელისუფლება, უმძიმესად ასრულებს!"- წერს ხათუნა სამნიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ