დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში მაკა რაზმაძის სავტორო გადაცემა "ჩაი" იწყება 18.10.2021 17:06

დღეს, ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში ახალი პროექტი იწყება. ცნობილი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე იწყებს ახალ გადაცემას სახელწოდებით "ჩაი", რომელიც მაყურებელს საინტერესო ეთერს ჰპირდება.

 


"დღეს ჩემი პირველი გადაცემაა - ზუსტად 22 საათზე ეთერში შევდივარ ახალი პროექტით - პოლიტიკაზე და არამხოლოდ, არაფორმალურ გარემოში.

 


"ჩაი" - ასე ქვია გადაცემას და ის ყოველდღე 22 საათზე ჯორჯიან თაიმსი. GTTV-ს  ეთერში გავა. დიდი მადლობა ყველას! გელოდებით დღეს და შეგვიფასეთ პირველი ეთერი" - აცხადებს ჟურნალისტი.

 


უყურეთ ყოველდღე, მაკა რაზმაძის გადაცემა "ჩაი"-ს ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში! 22 საათიდან...


წარმატეტებს ვუსურვებთ მაკა რაზმაძეს და ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გუნდს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ